რატომ აწყობენ ამერიკელები ფეხებს მაგიდაზე
ავტორი: რევაზ ტომარაძე 16:21 15.01
ფართოდ ცნობილი სცენა ოკეანის გაღმითა ფილმებიდან – ზის კაცი, ხოლო ფეხები მაგიდაზე აქვს დაწყობილი. და არა მხოლოდ ფილმებში – ასეთ პოზაში არიან გამოსახული ამერიკელი პრეზიდენტებიც კი.
საიდან გაჩნდა ასეთი თავისებური ჩვევა?
აქ მე ვარ მთავარი!
დავიწყოთ იქიდან, რომ პირველი მიზეზი არის წმინდა სოციალური.
ფეხებს მაგიდაზე ამერიკაში აწყობს სახლში, ან უარეს შემთხვევაში, საკუთარ კაბინეტში, ვიღაც მმართველი, ანდა სულაც მეტ-ნაკლებად პატივსაცემი ადამიანი თავისი ავტორიტეტის ამ სახით გამოსახატავად.
საერთოდ, არსებობს აზრი, რომ ფეხების მაგიდაზე აპლაკვის ტრადიცია ჯერ კიდევ შუასაუკუნეების ინგლისელი ფეოდალებიდან მოდის – ბრიტანელი ლორდები ასეთი არაეშმაკური ხერხით აჩვენებდნენ გარშემო მყოფთ, ვინ იყო იქ ყველაზე გავლენიანი, სასტიკი, მკაცრი. შემდეგში ეს ჩვევა წარმატებით აიტაცეს ამერიკელმა კოვბოებმა შერიფების მიმართ – დეზებიანი ჩექმები პირდაპირ მაგიდაზე!
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ვერსია – პირველ ამერიკელებს შორის მრავლად იყვნენ გენეტიკური გადახრის, ეგრეთ წოდებული, მარფანის სინდრომის მქონენი, ანუ მაღალი შრომის უნარიანობითა და ძალზე გრძელი ფეხებით გამორჩეულნი (მაგალითად, ცნობილი პრეზიდენტი ლინკოლნი); ისინი ვერ ათავსებდნენ თავის გრძელ კიდურებს ჩვეულებრივი მაგიდის ქვეშ და... რამდენადაც ასეთი სინდრომის მატარებელნი ხშირად (განსაკუთრებული ენერგიულობის წყალობით) დიდი ბოსები ხდებოდნენ, მაგიდაზე შეწყობილი ფეხები ხდებოდა მათი წარმატებულობისა და მბრძანებლობის ნიშანი.
ამერიკელები, რა თქმა უნდა, ამას თქვენს სახლში არ გააკეთებენ. და ერთი მომენტიც – ამერიკელები ფეხებს სასადილო მაგიდაზე არ აწყობენ – მხოლოდ საწერ მაგიდაზე, უარეს შემთხვევაში – პატარა ტაბლაზე.
დასვენება ფეხებს
კიდევ ერთი საფუძვლიანი მიზეზი ფეხების მაგიდაზე აპლაკვისა, არის წმიდა სამედიცინო ხასიათის.
იანკები ამ სახით, როგორც თვითონ მიიჩნევენ, ფეხებს ასვენებენ და პროფილაქტიკას უწევენ ვარიკოზს შეშუპებით. მსგავსი ჩვევა ამერიკელებში მოზარდ ასაკშივე ყალიბდება. ამაში ხომ ვერ შეედავები მათ.
ავეჯი არ ენანებათ
და, ბოლოს, ამარიკელები ავეჯსა და სისუფთავეს ერთობ პრაქტიკულად უყურებენ. უბრალოდ, რომ ვთქვათ, ორივე მათგანზე განსაკუთრებულად არ ზრუნავენ. ფეხსაცმელებით გაფუჭებული, შელახული ავეჯი შესაძლებელია, შეიცვალოს. რაც შეეხება ჭუჭყს, ავეჯს გაასუფთავებენ კლირინგული მომსახურების ბიუროს მუშაკები, მათ ხომ ამისთვის უხდიან ფულს! ესე იგი, თამამად შეიძლება ფეხსაცმლიანად შემოაწყოთ ფეხები მაგიდაზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11:00 30.12, 2024 წელი