საზოგადოება

რატომ არის ბუღალტერია მნიშვნელოვანი?

ავტორი: „თბილისელები“ 13:17 04.10, 2021 წელი

ბუღალტრული აღრიცხვა
დაკოპირებულია

ვინ თქვა რომ ფულით ბედნიერების ყიდვა შეუძლებელია? თუ კარგად გაქვს გადანაწილებული შენი ფინანსები, ამას აუცილებლად შეძლებ, ვინაიდან გეცოდინება როდის სჯობს შენაძენის გაკეთება და როდის „ქამრის შემოჭერა“. ბუღალტერია იმდენადვე ძველია, რამდენადაც ადამიანმა ვაჭრობა დაიწყო. თავდაპირველად ის მხოლოდ მარტივ გამოთვლებს ეფუძნებოდა, თუმცა ჟამთა სვლის პარალელურად, როდესაც ადამიანმა საკუთარი ტვინის შესაძლებლობები უკეთ გაიცნო, უფრო მეტად კომპლექსური გახდა ბუღალტერიაც. დღეს ნებისმიერ კომპანიას ესაჭიროება გამოცდილი ბუღალტერი, ვინც დაალაგებს არეულ ფინანსებს და ხელს შეუწყობს, რომ აღარ აირიოს. ბუღალტერიის წარმოება სამსახურს გარეთაც საკმაოდ აუცილებელი თვისებაა, მართალია ისეთივე კომპლექსური არ არის, როგორც ორგანიზაციაში, თუმცა ყოველთვის კარგია, როდესაც საკუთარ შემოსავლებს განკარგავ.

კომპანიისთვის თანამედროვე რეალობაში, იმისათვის, რომ არათუ გადარჩეს, არამედ საკმაოდ კარგ წარმატებას მიაღწიოს, სასიცოცხლოდ აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვა საუცხოოდ ჰქონდეს წარმოებული, ვინაიდან სწორედ სწორედ მართული ფინანსებია ნებისმიერი წარმატების ფუნდამენტი. ყოველთვის აუცილებელია სათანადო ყურადღების დათმობა კომპანიის ფინანსებისთვის, რათა წაგებაზე არ წახვიდეთ და შეძლოთ სამომავლო ნაბიჯების სწორად განსაზღვრა. ფინანსების კონტროლით შეძლებთ გაიგოთ რისთვისაა კომპანია მზად, სწორად გაანაწილოთ რესურსები და მზად იყოთ რისკისთვის. ბუღალტერიის კარგი მართვა კომპანიის პულსის მართვაა, რაც საშუალებას მოგცემთ განსაღვროთ ამჟამინდელი მდგომარეობა, მომავალი ტენდენციები და სამომავლო ნაბიჯები.

ბუღალტერიის წარმოება და მისი სწორად მართვა ნებისმიერი სიდიდის კომპანიისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, შესაბამისად მნიშვნელოვანია ეს პროცესი თავიდანვე გამართული და დალაგებული იყოს. ახალი ბიზნესის წამოწყებისას, ხშირად, თუ გუნდში ბუღალტერი ან ფინანსტისტი არ არის, ამ საქმეს სხვა ადამიანი ითავსებს, რათა რესურსები დაიზოგოს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად დგება ის დღე, როდესაც საჭირო ხდება ამ სფეროს პროფესიონალი ჩაუდგეს სათავეში.

ბუღალტერია საკმაოდ კომპლექსური საკითხია, მენეჯერისთვის კი ყოველთვის უმჯობესია, რომ ეს საქმე გამოცდილი, სანდო და პროფესიონალი ადამიანისთვის ჰქონდეს ჩაბარებული, თავად კი პერიოდული რეპორტების საშუალებით თვალი ადევნოს დინამიკას, რათა ჰქონდეს მთლიანი ინფორმაცია. კომპანიისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, როდესაც მენეჯერი ჩართულია ამ სფეროში და მუდმივად ეცნობა რეპორტებს, სამომავლო ნაბიჯების რისკებს კი ბუღალტრის დახმარებით აფასებს, რათა ზუსტად იცოდეს მზადაა თუ არა კომპანია.

როგორც წესი, ბუღალტერიის წარმოების საუკეთესო საშუალება პატარა და საშუალო ბიზნესისთვის, ამ სფეროს აუთსორსზე გატანაა, როდესაც ბუღალტრული კომპანია ემსახურება მას და უწევს სრულ სერვისს. ასეთ დროს თავდაპირველად ხდება ფინანსური ინფორმაციის შეგროვება, რის შემდეგ პარტნიორი კომპანიიდან გამოიყოფა ბუღალტერი, რომელიც მას გაზომავს, შეადარებს წინა პერიოდებს, შეიტანს კორექტირებებს, დაამუშავებს და მიაწვდის მენეჯერს ისე, რომ სწორად ფორმულირებული და აღქმადი იყოს. საჭიროების შემთხვევაში თან დაურთავს კომენტარებსა თუ რჩევებს, რაც გეხმარებათ უკეთ დაგეგმვაში. ასეთი ტიპის თანამშრომლობისას, მენეჯერს აქვს შესაძლებლობა დროის ნებისმიერ მონაკვეთში დასვა კითხვა და მიიღოს ამომწურავი პასუხი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ნამდვილად გამოსადეგი რჩევები. ყოველთვის კარგია, როდესაც კომპანიის ფინანსები პროფესიონალების ხელშია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა