როგორ განსაზღვრავს მისაღები ოთახის კედლის ფერები სივრცის ხასიათს?
ავტორი: „თბილისელები“ 12:23 08.07
გიფიქრიათ, რა იქცევს სტუმრის ყურადღებას თქვენს სახლში შემოსვლისთანავე? - ამაზე ალბათ ცალსახა პასუხის გაცემა რთულია, თუმცა არსებობს ერთი დეტალი, რაც ყველას თვალთახედვის არეში ხვდება. ეს არის მისაღები ოთახის კედლის ფერები.
მისაღები ოთახი ხომ საცხოვრებლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სივრცეა. ადგილი, სადაც სტუმრებს მასპინძლობთ, ოჯახი იკრიბება, ისვენებთ, საუბრობთ ან დღის განმავლობაში მომხდარ ამბებს მიმოიხილავთ. ამ ოთახში გამოყენებული მასალები, ფერები, დეკორაცია და სხვა მცირე დეტალები მფლობელის გემოვნებაზე იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
ზოგიერთი სახლი ისეა დაპროექტებული, რომ ზღურბლის გადაბიჯების შემდეგ უკვე მისაღები ოთახი იწყება. ამ სივრცის ხასიათს კი დიდწილად კედლების ფერი განსაზღვრავს.
რემონტის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია მისაღები ოთახის კედლის ფერები და მასალები სწორად შეარჩიოთ. გაითვალისწინეთ სივრცის ზომა, განათების ტიპი, ინტერიერის სტილი, საღებავების მწარმოებელი ქვეყანა, ბრენდი და ეკოლოგიურობა. ხარისხიანი კედლის საღებავები განსაკუთრებული მედეგობითა და სილამაზით გამოირჩევა. ისინი ეკოლოგიურად სუფთაა, ჩვენს ორგანიზმს საფრთხეს არ უქმნის და კედლებს „სუნთქვის“ საშუალებას აძლევს. რასაკვირველია, მსგავსი მასალა ყველგან ხელმისაწვდომი არაა, თუმცა, საბედნიეროდ, საქართველოში მათი შეძენა შესაძლებელია.
კარგად შერჩეული საღებავები სახლში ჰარმონიასა და სიმშვიდეს შემოიტანს. რემონტისას დაშვებული შეცდომები კი წლების განმავლობაში იქნება თვალსაჩინო. ამიტომაც, სჯობს, რომ თავიდანვე პრემიუმ ბრენდის პროდუქცია აარჩიოთ. ეს დროსაც დაგიზოგავთ და გრძელვადიან პერსპექტივაში იმაზე ნაკლები თანხა შეიძლება დაგიჯდეთ, ვიდრე კედლების მრავალჯერ შეღებვას სჭირდება. თანაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხარისხიანი საღებავების გამოყენებით სახლში ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოს შექმნით.
როგორ უნდა შეარჩიოთ ხარისხიანი საღებავები?
როგორი იქნება მისაღები ოთახის კედლის ფერი ეს მთლიანად თქვენს გემოვნებასა და ინტერესებზეა დამოკიდებული. მართალია, ღია ფერები სივრცეს მასშტაბურობას სძენს, თუმცა ფერების ასარჩევად რაიმე უნივერსალური ფორმულა არ არსებობს. ამიტომ, სჯობს, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოთ.
თუმცა არსებობს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ხარისხიანი კედლის საღებავები შეგიძლიათ შეარჩიოთ.
იმისთვის, რომ კედელმა პირვანდელი იერსახე წლების განმავლობაში შეინარჩუნოს, უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს თავად მასალის თვისებებს. პრემიუმ ბრენდების საღებავები მთლიანად ამსხვრევს სტერეოტიპს, რომ სილამაზე და პრაქტიკულობა შეუთავსებელია. არსებობს პროდუქცია, რომელშიც ესთეტიკა და გამძლეობა ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.
მისაღები ოთახისთვის სამღებრო მასალების შერჩევისას, რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ.
ეკოლოგიურად სუფთა შემადგენლობა - სახლში არსებული ჰაერის ხარისხი ჩვენს ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება. პრემუმ ბრენდების პროდუქცია მზადდება წყლის ბაზაზე, არ შეიცავს ტოქსიკურ გამხსნელებს, არომატულ ნაერთებსა და მძიმე მეტალებს. მაგალითად ისეთებს, როგორიცაა ქრომი და ტყვია. მსგავს კომპანიებს A+ კლასის სერტიფიკატიც აქვთ, რომელიც ადასტურებს, რომ საღებავი გამოირჩევა შიდა სივრცეში მავნე ნივთიერებების მინიმალური გამოყოფით. სწორედ ამიტომ, საღებავების შერჩევისას შეამოწმეთ ბრენდს A+ კლასის სერტიფიკატი აქვს თუ არა.
პრემიუმ ბრენდების პროდუქცია უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნას უწყობს ხელს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ოჯახებისთვის, სადაც ბავშვები იზრდებიან.
მდგრადობა და წმენდის სიმარტივე - მისაღები ოთახი სახლში ყველაზე აქტიური ზონაა. ამიტომ კედლები ყოველდღიური გამოყენებით გამოწვეული დაბინძურებისა და მცირე დაზიანებების მიმართ გამძლე უნდა იყოს. რეცხვადი და ნაკაწრებისადმი მდგრადი საღებავი ამიტომაც უნდა აირჩიოთ. მსგავსი ტიპის მასალაზე ყავის, ხილის წვენის, საკვების ლაქებისა თუ ბავშვების მიერ კედლებზე დატოვებული ნახატების მოშორება მარტივადაა შესაძლებელი. თანაც ისე, რომ ზედაპირი არ დაზიანდეს.
ორთქლგამტარობა და დაფარვა - ხარისხიანი ფორმულა კედელს ბუნებრივად „სუნთქვის“ საშუალებას აძლევს. ეს კი თავიდან აგარიდებთ ისეთ სერიოზულ პრობლემებს, როგორიცაა ნესტი და ობი. მაღალი დაფარვის უნარის წყალობით, ძველი, თუნდაც მკვეთრი ფერის კედლების გადაღებვა ნაკლები ძალისხმევითაა შესაძლებელი. შედეგად, მცირდება როგორც საღებავის ხარჯი, ისე სამუშაოსთვის საჭირო დრო.
თუ ინტერიერში განსხვავებული ვიზუალური ეფექტის შექმნა გსურთ, შეგიძლიათ დეკორატიული საღებავები გამოიყენოთ. მათი საშუალებით კედელი მთავარ აქცენტურ ზონად იქცევა.
არსებობს მასალები, რომლებიც ძვირფასი ლითონების ეფექტს ქმნიან და სივრცეს ენერგიით სავსე, დინამიკურ იერს ანიჭებენ. ასევე ძალიან პოპულარულია ბუნებრივი აბრეშუმის იმიტაცია. სინათლის არეკვლისას ასეთი კედლები მდიდრული ქსოვილის მსგავს ელვარებს ასხივებენ და ოთახს საოცარ სიღრმეს სძენენ.
მისაღები ოთახის კედლის ფერები სხვადასხვა განათებაზე
ინტერიერის დაგეგმვისას ყველაზე გავრცელებული შეცდომა კატალოგში ნანახი ფერის პირდაპირ არჩევაა. სინამდვილეში ერთი და იგივე ტონი სხვადასხვა განათებაში შეიძლება სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდეს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის ინფორმაციას ფლობდეთ.
დილის, შუადღისა და საღამოს ბუნებრივი განათება ერთსა და იმავე ფერს განსხვავებულ ელფერს აძლევს. ამიტომ სასურველია, კონკრეტული ფერი ჯერ კედლის მცირე მონაკვეთზე დატესტოთ და რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა განათებაზე დააკვირდეთ.
გასათვალისწინებელია ხელოვნური განათებაც. თბილი განათება კრემისფერ და მიწისფერ ტონებს კიდევ უფრო თბილს ხდის, ხოლო ცივი განათება ნაცრისფერ და ლურჯ ელფერებს უსვამს ხაზს. მნიშვნელოვანია, რომ მისაღები ოთახის კედლის ფერები ინტერიერს ერწყმოდეს.
მოვლის წესები და პრაქტიკულობა
სახლში სრული კომფორტის შესაქმნელად მნიშვნელოვანია ისეთი საღებავები შეარჩიოთ, რომელთა მოვლაც მარტივია. ხარისხიანი მასალით შეღებილი კედლები არ საჭიროებს რთულ და დამღლელ პროცედურებს. იდეალური მდგომარეობის შენარჩუნებაში რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება დაგეხმარებათ.
ყოველდღიური მტვრის მოსაშორებლად სრულიად საკმარისია მშრალი, რბილი მიკროფიბრის ქსოვილის გამოყენება. იმ შემთხვევაში კი, თუ კედელზე ჭუჭყი ან ლაქა გაჩნდა მისი გაწმენდა დროულად დაიწყეთ. მანამ, სანამ კონკრეტული ნივთიერება საფარის სტრუქტურაში ღრმად შეაღწევს.
რეცხვადი კედლების გასასუფთავებლად გამოიყენეთ რბილი ღრუბელი და თბილი წყალი. თანამედროვე პრემიუმ საღებავები ნაკაწრებისადმი მაღალი მდგრადობით გამოირჩევა. ნაზი წმენდა კი მათ პირვანდელ იერს გაცილებით დიდხანს უნარჩუნებს.
ინტერიერი, რომელიც დროს უძლებს
ტრენდები მუდმივად იცვლება, თუმცა ხარისხიანად შესრულებული სამუშაოს მნიშვნელობა უცვლელია. სწორად შერჩეული მისაღები ოთახის კედლის ფერები სივრცეს ჰარმონიას, სითბოსა და სიმყუდროვეს მატებს, ხოლო ხარისხიანი საღებავი ამ შთაბეჭდილებას წლების განმავლობაში ინარჩუნებს.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასალის გამძლეობას, ეკოლოგიურობას, რეცხვადობასა და ფერის სტაბილურობას. აირჩიეთ ისეთი საღებავები, რომელთა ხარისხშიც დარწმუნებული იქნებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





