ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 19:00
ვოლტერი: თუ შენს მეგობარს მტერთან ხედავ, დარწმუნებული იყავი, რომ ორივე შენი მტერია, ერთი – ღიად, მეორე – ფარულად.
რუსო: ზოგჯერ ყველაზე ახლოს მყოფი ადამიანები ყველაზე მეტ ტკივილს გვაყენებენ.
ტოლსტოი: ყველაზე საშიში ქმნილება დედამიწაზე ყალბი მეგობარია.
დემოკრიტე: ვერანაირი თვალთმაქცობით ვერ დამალავ სიყვარულს, სადაც არის და ვერ გამოაჩენ იქ, სადაც არ არის.
ოტია: ყოველ ადამიანს აქვს ამქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.
ჰემინგუეი: დიდებული არაფერია იმაში, როცა ცდილობ, სხვას აჯობო. ნამდვილი დიდება ისაა, როცა საკუთარ გუშინდელ „მეს“ აღემატები.
ოთარ ჭილაძე: სიყვარული მთის ჰაერივითაა, სუსტები მას ვერ უძლებენ.
შოუ: ყველაზე ძლიერ ვერ გიტანენ ისინი, ვისაც ხელს უშლით ტყუილების თქმაში.
ილია მეორე: ყველაზე ძნელი ხელოვნება ადამიანად დარჩენის ხელოვნებაა.
ანტონი დიდი: არასოდეს დაივიწყო ღმერთი, როცა იმას მიაღწევ, რისთვისაც ლოცულობდი.
იოანე ოქროპირი: ისე არაფერი ესათნოება უფალს, როგორც მადლიერება.
მონტენი: რაც უნდა სამართლიანი იყო, მაინც იმას დაუჯერებენ, ვინც კარგად ტყუის.
საადი: ის, ვინც შენთან ყვება სხვებზე ცუდს, იცოდე, რომ ის სხვასთან შენზე ყვება ცუდს.
ვოვენარგი: იყავი მიზეზი იმისა, რომ ვინმეს სჯეროდეს კარგი ადამიანების არსებობის.
ჩესტერფილდი: ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო.
ტოლსტოი: ხშირად ჩვენი კარგი თვისებები ცხოვრებაში უფრო მეტ ზიანს გვაყენებს, ვიდრე ცუდი.
უაილდი: ყველა ქალი მშვენიერია, ხოლო სილამაზეს მას მამაკაცის სიყვარული ანიჭებს.
შანელი: არაფერი ისე არ აბერებს ქალს, როგორც ძალიან მდიდრული კოსტიუმი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





