საზოგადოება

ლიბერთი საერთაშორისო გზავნილების განაღდებისას საკომისიოს 1%-ს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გადარიცხავს

№17

ავტორი: სოფი ლორია 13:28 04.05, 2022 წელი

ლიბერთი
დაკოპირებულია

„ლიბერთის“ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო გზავნილების განაღდების დროს განაღდებული თანხის საკომისიოს 1%, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, უკრაინის საქველმოქმედო ანგარიშზე გადაირიცხება. აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს მომენტალურად გაეგზავნება შესაბამისი შინაარსის შეტყობინება.

მნიშვნელოვანია, რომ საქველმოქმედო ანგარიშზე გადასარიცხი თანხა მომხმარებლის მიერ განაღდებული თანხიდან არ ჩამოიჭრება და ისინი სრულად შეძლებენ თანხის აღებას. ამასთანავე, მაისის ბოლომდე გრძელდება ფულად გზავნილებზე „ლიბერთის საგაზაფხულო“ აქცია – „თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქრის დროა“ კამპანიის ფარგლებში, ყოველი მე-5 მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში „ლიბერთის“ ნებისმიერი არხით მიიღებს მინიმუმ 200 ლარის (ეკვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში) ოდენობის საერთაშორისო ფულად გზავნილს, დასაჩუქრდება ბრენდირებული, ორიგინალური მაჯის საათით. საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქციაში ჩართვა ნებისმიერი მომხმარებლისთვის მარტივია და ამისათვის საკმარისია აქციის პერიოდში გზავნილის მიღება „ლიბერთის“ ნებისმიერ სერვის ცენტრში ან დისტანციური არხების – ინტერნეტ/მობაილ ბანკისა და „ლიბერთის“ ბანკომატების საშუალებით. ნებისმიერი საერთაშორისო გზავნილის განაღდებისას მომხმარებლები „ლიბერთი ბანკის“ სერვის ცენტრებში, ინტერნეტ/მობაილ ბანკში და ბანკომატებში ისარგებლებენ ვალუტის კონვერტაციის სპეციალური, ყველაზე მომგებიანი კურსით. კამპანიის პერიოდში ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ჯერ არ სარგებლობს „ლიბერთის“ უნივერსალური ანგარიშით და შეასრულებს საერთაშორისო ფულადი გზავნილის ოპერაციას, ახალი ანგარიშის გახსნისას საჩუქრად მიიღებს „ლიბერთის“ სტანდარტულ სატარიფო პაკეტს და უფასოდ ისარგებლებს 6 თვის განმავლობაში. კამპანიის გამარჯვებულები ავტომატურად გამოვლინდებიან და საჩუქრის მიღებას მათთვის სასურველ ფილიალში შეძლებენ. აქცია დაიწყო 6 აპრილს და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით. ბანკის სერვისებისა და კამპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია „ლიბერთის“ ოფიციალურ ვებგვერდზე: www.libertybank.ge

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი