ყველაფერი მკვდარი ზღვის შესახებ
ავტორი: რევაზ ტომარაძე 11:36

ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი წყალსატევი ჩვენს პლანეტაზე მკვდარი ზღვაა. სახელწოდება, მართალია, ნამდვილად უსიამოვნოა, მაგრამ დიდად საშიში აქ არაფერია, თუმცაღა წყალს ამ ზღვაში, რომელიც უდაბნოს გულში მდებარეობს, მართლაც შეუძლია, ლეტალური შედეგი გამოიწვიოს.
ყველაფერი შემადგენლობასთანაა კავშირში
მარილის კონცენტრაცია მკვდარი ზღვის წყალში ყოველგვარ დასაშვებ ნორმაზე მაღალია – 30 პროცენტი. არცერთ წყალსატევში ასეთი მაჩვენებელი არ ფიქსირდება. თუ მაგალითად, ხმელთაშუა ზღვას შევადარებთ, იქ მარილის შემცველობა მხოლოდ 3 პროცენტია. უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ მკვდარ ზღვაში ჩაძირვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მაგრამ არის პრობლემაც – ადამიანის ორგანიზმისთვის მინერალებისა და მარილის ძალზე დიდი კონცენტრაცია ნამდვილ შხამს წარმოადგენს.
და ამიტომ, საერთოდ არ შეიძლება წყალსატევში შესვლა?
არა, რასაკვირველია, მაგრამ რიგი წესების დაცვა სასიცოცხლოდ აუცილებელია.
როგორ ვიბანაოთ მკვდარ ზღვაში ისე, რომ თავს ზიანი არ მივაყენოთ
წყლის პროცედურებით სიამოვნების მისაღებად ამ უჩვულო წყალში საჭიროა და ძალზე მნიშვნელოვანი რამდენიმე მთავარი წესის დაცვა. ასე ორგანიზმის შიგნით „შხამიანი“ წყალი არ მოხვდება, ხოლო სხეულისთვის ის ნამდვილი ელექსირია.
მკვდარი ზღვა ერთადერთი წყალსატევია, რომელშიც მუცელზე ცურვა კატეგორიულად კრძალება. თუმცა, თუ ადამიანმა არ იცის ამ აკრძალვის შესახებ, მას ძალიან გაუჭირდება ტრადიციული წესით ცურვა. დიდი რაოდენობით მარილის შემცველი წყალი „ხელს კრავს“ და ზევით ამოაგდებს მოცურავეს. ეს თავისებურება ჩინებული დამხმარე იქნება მათთვის, ვინც საერთოდ არ იცის ცურვა. ამ წყალზე შეიძლება ზურგზე მშვიდად წოლა და წიგნის წაკითხვაც კი.
დაივინგი, ყვინთვა, აკრობატული ნომრის ჩატარება აქ აკრძალულია. თვალების ან პირის ღრუს ლორწოვან გარსზე მარილის მოხვედრა იწვევს ძლიერ გაღიზიანებას (წვას), ადამიანმა შეიძლება, ძლიერი მოწამვლა მიიღოს.
არსებობს ცურვისთვის შეზღუდული ზონები. ერთ-ერთი მათგანია პლაჟი, სახელწოდებით – კალი. საქმე ისაა, რომ ასეთ ადგილებში წყალი ზენაჯერია დანამატებით და წარმოადგენს სუპერკონცენტრირებულ მარილის ხსნარს, რომელშიც მარილისა და მინერალების შემცველობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ადგილებში. ერთ-ერთ ასეთ რაიონში მოხვედრილმა ადამიანმა შესაძლოა, მძიმე მოწამვლა მიიღოს.
მკვდარ ზღვაში განუწყვეტლივ სამი საათის განმავლობაში ყოფნა დაუშვებელია. ამ პერიოდში მთავარია, წყლის დიდი რაოდენობით მიღება. წყალსატევი თავისი პლაჟით მდებარეობს უდაბნოში, რომელიც განსაკუთრებული კლიმატით გამოირჩევა. ტემპერატურის რეჟიმი აქ არცთუ სასიკეთოა – ძალზე ცხელა და ტენიანობა მაქსიმალურად დაბალია.
პლაჟზე აუცილებელია ფეხსაცმელებით მისვლა. ეს განპირობებულია ნაპირზე მარილის კრისტალების არსებობით, რომლებიც წარმოიქმნება იმ ადგილებზე, რომლებსაც წყალი ეხება. ამ ადგილებზე ფეხშიშველმა სიარულმა შესაძლოა, ფეხების დაშავება, დაჭრა და ჭრილობებში მარილის მოხვედრა გამოიწვიოს.
ტუჩებზე წყლის მოხვედრა არაფერს გამოიწვევს, რადგან ასე მარილი ორგანიზმში არ ხვდება. მთავარია, ბანაობის დროს ადამიანს პირი არ ჰქონდეს ღია.
რატომ უნდა შევიდეთ მკვდარ ზღვაში ზურგით
პასუხი ამ საკითხზე ცხადია. ყველაფერი დაკავშირებულია სიფრთხილესთან, რათა ეს მაღალკონცენტრირებული მარილის ხსნარი პირის, ცხვირის ან თვალების ლორწოვანი გარსით ორგანიზმში არ მოხვდეს. წყალში ჩაძირვა (დახრჩობა) გამორიცხულია, ამ მხრივ, ადამიანი აბსოლუტურად უსაფრთხო გარემოში იმყოფება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან