რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№5

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 14.02

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: ვერაფრით ვეგუები ჩემ მიმართ ნათქვამ პატარა შენიშვნასაც კი, რომ აღარაფერი ვთქვა შეურაცხყოფაზე. ალბათ, ამპარტავანი ვარ, როგორ დავძლიო ეს ცოდვა?

პასუხი: ამის პასუხად გეტყვით ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის შეგონებას: „უფალმა ღმერთმა ჩვენი გულისთვის შეისხა ხორცი, თავს იტვირთა დამცირება, მინერწყვება და ჯვარი. ტანჯვანი, რომელიც მან, უმწიკვლომ და უცოდველმან, ჩვენთვის გადაიტანა, თავისი მაგალითით ყოველ ჩვენგანს შემდეგნაირად გვმოძღვრავს: ადამიანო, თუ გსურს მარადიულ სიცოცხლეს ეზიარო და ჩემთან იყო, თავმდაბალ იყავ ჩემთვის, ისევე, როგორც მე დავიმდაბლე თავი შენი გულისთვის. განაგდე ქედმაღალი და სატანისტური მისწრაფებანი. მიიღე შოლტის ცემანი, ნეწყვი და მძლავრობანი. უარყავ კაცობრივი დიდება და ითმენდე ყოველივეს, ხორციელ სიკვდილამდე. თუ არ დათმობ ხრწნად დიდებას და არ დაითმენ ნერწყვს, დაცინვასა და გვემას, ჩემთვის და მცნებათა ჩემთა აღსრულებისთვის, მეორედ დიდებით ჩემი მოსვლისას, მეც სამარცხვინოთ ჩავთვლი ჩემთანა შენს დამკვიდრებას.“

კითხვა: რატომ უნდა ჩაეთვალოს ადამიანს ცოდვად საქციელი, რომელიც უცოდინრობით ჩაიდინა? ხომ არის გამოთქმა: „არცოდნა არცოდვაა?“ ასეთ დროს საჭიროა თუ არა მონანიება?

პასუხი: ასეთ დროს ადამიანი იმიტომ მიიჩნევა დამნაშავედ, რომ ის ვალდებული იყო, სცოდნოდა. მას აქვს სათანადო ცოდნის მიღების საშუალება, მაგრამ არ ცდილობს, დაეუფლოს მას და ამ საქციელით ორმაგ ცოდვაში იგდებს თავს. ბევრი ადამიანი ყველაფრით ინტერესდება, იმითაც, რაც მას არ ეხება, ხოლო ის, რაც აუცილებელია, ღმერთის, რწმენის შესახებ ინფორმაცია, არ აღელვებს. ამიტომ საჭიროა ყოველგვარი ცოდვის მონანიება და დაფიქრება იმაზე, რატომ არ ვიცოდით ის, რაც აუცილებლად უნდა გვცოდნოდა.

კითხვა: ლოცვების წიგნში დაბეჭდილია მრავალი ლოცვა, რომელთაგან ბევრი ზეპირად ვიცი, ზოგსაც ვკითხულობ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მინდა, ჩემი სიტყვებით მივმართო უფალს. მიუღებელი ხომ არ არის ჩემი საქციელი?

პასუხი: თქვენ შეგიძლიათ, ილოცოთ როგორც დაკანონებული ლოცვებით, ასევე, თქვენი სიტყვებითაც. თუ გული გთხოვთ, ზოგჯერ საკუთარი სიტყვებითაც მიმართეთ უფალს, ხშირად, სწორედ რომ, შეუცვლელია ასეთი ლოცვა.

კითხვა: დაინტერესებული ვარ ასტროლოგიით, ვკითხულობ ამ თემაზე და ვუსმენ შესაბამის სპეციალისტებს. ცოდვას ხომ არ ჩავდივარ ამით?

პასუხი: ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, შეგიძლიათ, გაეცნოთ, მაგრამ მეტისმეტად დაინტერესების შემთხვევაში, შეიძლება, ცოდვაში ჩავარდეთ.

კითხვა: თუ სახლში ნაკურთხ წყალს მოვასხამთ, ნაკურთხად მიიჩნება თუ არა ის?

პასუხი: ნაკურთხი წყლის სხურება კარგია, მაგრამ ბინის კურთხევა მხოლოდ მღვდელმსახურს შეუძლია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი