ვეგეტარიანული დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00 25.11
ვეგეტარიანელობა ბევრი ადამიანისთვის მისაღებ კვების რეჟიმად და ცხოვრების წესად იქცა. ვეგეტარიანული დიეტის მთავარი წესია, მოერიდოთ ნებისმიერი სახის ხორცს. საკვები, რომელიც ცილების საჭირო რაოდენობით გამარაგებთ არის ყველი, კვერცხი, მარცვლეული, ფქვილი და პარკოსანი მცენარეები.
დიეტის ყოველი ცვლილება წონის დაკლებას იწვევს, განსაკუთრებით კი საწყის ეტაპზე. თუმცა, ვეგეტარიანულ დიეტაზე გადასვლა წონაში მუდმივ კლებას უზრუნველყოფს, თან ორგანიზმს ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას აწვდის.
საუზმე: დაბალცხიმიანი იოგურტი, ერთი ულუფა ბურღულეული, 2 ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური დაბალკალორიული ჯემით, ერთი ჭიქა სტაფილოს, ვაშლის ან ფორთოხლის წვენი.
სადილი: სპაგეტი ისპანახით, სოიის სოუსით, ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენითა და სალათის ფოთლით.
ვახშამი: გახუხული ხორბლის პური, ავოკადო, დაჭრილი ხახვი, პომიდორი, ლიმონის წვენი, სიმინდის ან ბარდის სალათა, მცენარეული ჩაი.
5 დღე ამ დიეტის დაცვის შემდგომ მიხვდებით, რომ ორგანიზმი შემსუბუქდა, ენერგიამ მომატება დაიწყო და განწყობაც გაცილებით დადებითი გახდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან