სამდღიანი დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00

ეს დიეტა მათთვისაა, ვისაც სურს სწრაფად და მოკლე დროში მოიშოროს ჭარბი წონა. თუმცა, გაფრთხილებთ, დიეტა არ უზრუნველყოფს ორგანიზმისთვის ბევრი სასარგებლო ნივთიერების მიწოდებას და მისი ხანგრძლივად დაცვა არ არის რეკომენდებული. თუ მაინც გადაწყვეტთ, მაშინ, 3 დღის შემდეგ შედეგს ნამდვილად ნახავთ. ხოლო, თუ ცოტა ფიზიკურ ვარჯიშსაც დაუმატებთ, შედეგი გარანტირებულია. შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს დალიოთ მინერალური წყალი, უშაქრო მცენარეული ან ხილის ჩაი.
პირველი დღე
საუზმე: შეურიეთ ერთმანეთს 1/3 ჭიქა ვაშლის წვენი, ნახევარი ბანანი, კივი, ქლიავი და მიირთვით.
ლანჩი: ერთ ულუფა ბულიონს დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ახლად გამოწურული ჯინჯერის წვენი. დააყოლეთ უშაქრო ჩაი ან იოგურტი ნახევარი ბანანით.
სადილი: 1 ჭიქა პომიდვრის წვენი ლიმონის წვენითა და მარილით და 1 ცალი უმი სტაფილო.
მეორე დღე
საუზმე: იოგურტში შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ნახევარი ბანანი, ქლიავი, ვაშლი და მიირთვით.
ლანჩი: მოამზადეთ სალათა ყაბაყით, სტაფილოთი და ვაშლით. მოასხით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ წიწაკა გემოვნებით. მიირთვით და დააყოლეთ 1 ჭიქა წყალი ან უშაქრო ჩაი.
სადილი: ნიახურისა და ტკბილი წიწაკის სალათა იოგურტის სოუსით.
მესამე დღე
საუზმე: ვაშლის, მსხლის, ქლიავისა და ნახევარი ბანანის სალათა 1 ჩაის კოვზი იოგურტით.
ლანჩი: ბროკოლის წვნიანი და ერთი ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი, ან ვაშლისა და ფორთოხლის წვენი.
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის სოუსით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან