რჩევები

სამდღიანი დიეტა

№6

ავტორი: ანი რევია 11:00 12.02

დიეტა
დაკოპირებულია

თუ ნებისყოფას გამოიჩენთ, მოინდომებთ, თავს ხელში აიყვანთ და სწორად დაიცავთ ჭარხლის დიეტას, თვეში, მინიმუმ, 10-12 ზედმეტ კილოგრამს მოიკლებთ და იმავდროულად, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობასაც მოიწესრიგებთ.

გაითვალისწინეთ, დიეტა კვირის განმავლობაში მხოლოდ სამი დღე უნდა დაიცვათ. კვირის ბოლოს, თავად დარწმუნდებით, რომ ორგანიზმი შემსუბუქდება, ამასთან, საგრძნობლად მოწესრიგდება კუჭის მოქმედებაც.

თითოეული დღისთვის დაგჭირდებათ: 1,5 ლიტრი კეფირი, 1 კილოგრამი მოხარშული წითელი ჭარხალი, 1 კონა სალათის ფურცლები და 1,5 ლიტრი მინერალური წყალი.

მომზადების წესი: მოხარშული ჭარხალი და კეფირი დააბლენდერეთ, დააქუცმაცეთ სალათის ფურცლები, მოასხით ცოტა ძმარი და გადაანაწილეთ მთელ დღეზე. მიირთვით, როცა მოგშივდებათ. ამ დიეტის დასაცავად, გამოყავით კვირის ნებისმიერი სამი დღე. არ დაგავიწყდეთ დღის განმავლობაში მინერალური წყლის სმა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული