კუნთების გასამკვრივებელი ერთკვირიანი დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00 05.06

ამ დიეტის დროს რძის პროდუქტების ცხიმიანობა 1 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. შაქარი და მარილი საერთოდ გამორიცხეთ. ვახშამი მიირთვით დაძინებამდე ხუთი საათით ადრე. დაძინებამდე ერთი საათით ადრე დალიეთ 1 ჭიქა კეფირი. სასმელებიდან მიიღეთ მხოლოდ წყალი, გაზგასული მინერალური სასმელი და უშაქრო ჩაი. ყოველდღიურად, მინიმუმ, 2 ლიტრი.
პირველი დღე
საუზმე – ხორბლის ფაფა და 1 ჭიქა გრეიპფრუტის ახალგამოწურული წვენი.
სადილი – ბოსტნეულის წვნიანი.
ვახშამი – 1 ულუფა მოხარშული წიწიბურა, 1 ცალი კიტრი.
მეორე დღე
საუზმე – ხილის სალათა.
სადილი – მოხარშული ჭარხლისა და სტაფილოს სალათა.
ვახშამი – ბოსტნეულის ტოლმა, 1 ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენი.
მესამე დღე
საუზმე – შვრიის ფაფა, 1 ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.
სადილი – ბოსტნეულის წვნიანი ბროკოლით, 1 ნაჭერი ქათმის თეთრი ხორცი.
ვახშამი – გახეხილი სტაფილო.
მეოთხე დღე
საუზმე – ხილის სალათა, 1 ჭიქა იოგურტი.
სადილი – ბოსტნეულის წვნიანი, 1 ნაჭერი მოხარშული თევზი.
ვახშამი – ბოსტნეულის სალათა და 1 ჭიქა ხილის წვენი.
მეხუთე დღე
საუზმე – შვრიის ფაფა, 1 ცალი მოხარშული კვერცხი.
სადილი – მოშუშული ბოსტნეული და 1 ნაჭერი ქათმის თეთრი ხორცი.
ვახშამი – გახეხილი სტაფილო და მოხარშული ჭარხლის სალათა, მოხარშული ბრინჯით.
მეექვსე დღე
საუზმე – 100 გრამი ხაჭო და 1 ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.
სადილი – 1 ნაჭერი თევზი მოხარშული ბოსტნეულის გარნირით.
ვახშამი – მოხარშული წიწიბურა და 1 ჭიქა ხილის წვენი.
მეშვიდე დღე
საუზმე – 1 მოხარშული კვერცხი და 1 ცალი მოხარშული სოსისი.
სადილი – ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ზეთითა და ლიმონის წვენით.
ვახშამი – 1 ნაჭერი მოხარშული თევზი, ბოსტნეულის გარნირით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან