რჩევები

კითხვა-პასუხი

№20

ავტორი: ანი რევია 11:00 27.05, 2022 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: რისთვისაა კარგი საჭმელი სოდის თმაზე გამოყენება, რა უნდა შევურიოთ და როგორ უნდა მოვამზადოთ ის?

პასუხი: საჭმელი სოდით თავის დაბანა ძალიან სასარგებლოა ცხიმიანი თმისთვის. თან, სოდა უსაფრთხო, ბუნებრივი, ყველაზე იაფი და ეფექტური საშუალებაა. გახსენით ერთი სუფრის კოვზი სოდა ერთ ჭიქა წყალში და შეიზილეთ ის თმის ძირებში. გამოიყენეთ რეგულარულად, თმის დაბანის დროს და შედეგს მალევე მიიღებთ – თმა გაჯანსაღდება და უფრო მბზინავი გახდება.

კითხვა: როგორ მოვაგვარო აკნეს პრობლემა შინაურ პირობებში ბუნებრივი ინგრედიენტებით?

პასუხი: ლავანდის ზეთის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, აკნეს სამუდამოდ დაემშვიდობოთ. მოამზადეთ სახის ნიღაბი: 10 წვეთ ლავანდის ზეთს დაამატეთ ნახევარი ჭიქა წყალი, ამ ხსნარში დაასველეთ მარლის ნაჭერი და 10 წუთით დაიფინეთ სახეზე.

კითხვა: ბოლო დროს საკმაოდ ბევრი სტრია გამიჩნდა, განსაკუთრებით ბარძაყის არეში. მითხრეს, რომ მათი მოშორება დატენიანებით სახლის პირობებშიც შემიძლია. რომელი კრემი გამოვიყენო?

პასუხი: არავინ მოგატყუოთ, რომ სტრიების მოშორება სახლის პირობებშია შესაძლებელი. სპეციალური კრემები მხოლოდ ატენიანებს კანს და შეიძლება, სტრიები ნაკლებად ხილვადი გახადოს. კანის დასატენიანებლად კი სულაც არ გჭირდებათ სტრიების მოსაშორებელი სპეციალური, ძვირად ღირებული კრემის შეძენა. ზუსტად იგივე ეფექტი ექნება ნებისმიერ დამატენიანებელ საშუალებას.

კითხვა: ჩემმა თმამ დაკარგა სირბილე და ძალიან გაუხეშდა. როგორ მოვიქცე, რომ მას სირბილე, ტენიანობა და ბზინვარება დავუბრუნო?

პასუხი: გამომშრალ თმას ზეითუნის ზეთი ატენიანებს და ბზინვარებასაც მატებს. ზეთი შეათბეთ და თანაბრად გადაინაწილეთ თმაზე. შეიხვიეთ პირსახოცით, ნახევარი საათის შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და შამპუნით. პროცედურა გაიმეორეთ ყოველ კვირას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი