რჩევები

კითხვა-პასუხი

№37

ავტორი: ანი რევია 11:00 24.09, 2021 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: მაქვს ძალიან სწორი და დავარდნილი თმა, იმავდროულად ცხიმიანი. რომელ დასაბან საშუალებას მირჩევთ?

პასუხი: ზოგადად, სწორი თმა მიდრეკილია ცხიმიანობისკენ, რაც მოცულობის შემცირებასაც იწვევს. ამიტომ, თავი დაიბანეთ ისეთი შამპუნებით, რომლებიც არ შეიცავს სულფატს. ეს დაგეხმარებათ ზედმეტი ცხიმიანობის გაკონტროლებაში. სწორი თმისთვის სირბილისა და ერთგვაროვნების შესანარჩუნებლად შამპუნის შემდეგ აუცილებლად გამოიყენეთ კონდიციონერი. შეარჩიეთ ისეთი კონდიციონერი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ქოქოსის, ჟოჟობას ან არგანის ნატურალური ზეთები. ისინი თქვენი თმის დატენიანებასა და კვებაზე იზრუნებენ.

კითხვა: როგორ მოვამზადო ბანანით სახის ნიღაბი, რომელიც კანის ფერს გამოაცოცხლებს და გლუვს და სუფთას გახდის?

პასუხი: ბანანი იდეალური საშუალებაა კანის სიჯანსაღის აღსადგენად. ბანანი დააქუცმაცეთ, დაუმატეთ 1 კოვზი თაფლი და ცოტა ზეითუნის, ნუშის ან ავოკადოს ზეთი. წაისვით სახეზე და 30 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. გაიკეთეთ კვირაში 3-ჯერ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი