რჩევები

კითხვა-პასუხი

№9

ავტორი: ანი რევია 11:00 13.03

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: როგორ შევარჩიო სწორად სახის კანის ბრონზერი და გამაღიავებელი და რამდენად საჭიროა ეს პროდუქტი?

პასუხი: ბრონზერი გამოიყენება ბუნებრივი ბრწყინვალების ან სახის „დათხელების“ მიზნით. გადაისვით ბრონზერის მცირე ოდენობა დიდი ზომის ფუნჯით ისეთ ადგილებზე, სადაც მზის შუქი ბუნებრივად ხვდება: შუბლი, ღაწვები, ცხვირი და გვერდები. თუ სახის „დათხელება“ გინდათ, მაშინ გადაისვით ლოყებსა და ყბის ქვეშ, საფეთქლებთან და ცხვირის გვერდებზე. გამღიავებელი ბრონზერი ნაზ შტრიხებს აძლევს სახის იმ ადგილებს, სადაც გაფერმკრთალება გჭირდებათ. გამღიავებელი მცირე ოდენობით წაისვით ძგიდესა და წარბის ქვეშ, სადაც წარბის ფორმა მრგვალდება და კარგად გადაინაწილეთ, რომ ზედმეტად თეთრი არ ჩანდეს. ზოგადად, ბრონზერი ამუქებს და მინიმუმამდე დაჰყავს სახის კონტურები, გამღიავებლით კი ხაზს უსვამთ და აღიავებთ სახის რამდენიმე ადგილს. გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა სახის ფორმას მისი გამოყენება სხვადასხვანაირად სჭირდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა