რჩევები

ხილ-ცილოვანი დიეტა და 5 დღეში მინუს 3 კილოგრამი

№17

ავტორი: ანი რევია 11:00 02.05, 2022 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ამ დიეტის დაცვით არც ჯანმრთელობას დაიზიანებთ და თან 5 დღეში მინუს 3 კილოგრამს დაიკლებთ. უნდა მიირთვათ მხოლოდ ცილოვანი საკვები, ხილთან მონაცვლეობით. მარილის რაოდენობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. აუცილებლად დალიეთ დღეში ორი ლიტრი წყალი. საკვები ნახშირწყლების დაბალი შემცველობის უნდა იყოს, ყველა ხილის ჭამა არ შეიძლება. მაგალითად, ჩირი, ბანანი, ყურძენი მკაცრად აკრძალულია. ხილ-ცილოვანი დიეტის მნიშვნელოვანი წესია ჭამა ყოველ ორ-ნახევარ საათში. ამრიგად, დღეში 6-ჯერ მიირთმევთ, მცირე ულუფებით.

შეგიძლიათ, მიიღოთ შემდეგი პროდუქტები: უცხიმო ხაჭო, კვერცხი, ხორცი, თევზი, ორთქლზე მოხარშული ქათმის მკერდი (ზეითუნის და სხვა ზეთების გარეშე), უცხიმო ყველი. ხილიდან კი – ვაშლი, ციტრუსები, ანანასი, კივი. გამორიცხეთ გარგარი, მსხალი, ხურმა. დალიეთ მინერალური წყალი, ჩაი და მცენარეული ნაყენები შაქრის გარეშე. გამორიცხეთ ყავა და გაზიანი ტკბილი სასმელები, გამაგრილებელი სასმელები, წვენები, ალკოჰოლი.

დღე დაიწყეთ ჭიქა წყლით. ის დაიწყებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაწმენდის პროცესს. ამ დიეტაში საუზმე არის მთავარი კვება, ამიტომ საუზმე ცილოვან საკვებთან ერთად სცადეთ. თუ შიმშილის გრძნობა გაქვთ და ვერ ელოდებით ორსაათ-ნახევრის გასვლას, მაშინ მიირთვით მეტი ხილი. ფორთოხალი და ანანასი გეხმარებათ ორგანიზმის დეტოქსიკაციაში. გარდა ამისა, თქვენ იღებთ ვიტამინებს. ვაშლი და ციტრუსი კი დადებითად მოქმედებს კანზე, ამცირებს ცელულიტის პრობლემას.

ხილ-ცილოვანი დიეტა არ არის რეკომენდებული კუჭისა და ნაწლავების დაავადებების მქონე ადამიანებისთვის და ასევე მათთვის, ვინც ალერგიულია ციტრუსების მიმართ.

დიეტის მენიუს ნიმუში:

👉პირველი კვება გაღვიძების შემდეგ – 2 მოხარშული კვერცხი;

👉ორი საათისა და ოცდაათი წუთის შემდეგ – 1 ცალი გრეიპფრუტი ან სხვა ხილი;

👉 ორსაათ-ნახევრის შემდეგ – 200 გრამი მოხარშული ხორცი;

👉ორსაათ-ნახევრის შემდეგ – 2 ცალი ვაშლი;

👉ორსაათ-ნახევრის შემდეგ – 200 გრამი ორთქლზე მოხარშული თევზი;

👉ორსაათ-ნახევრის შემდეგ – 1 ფორთოხალი ან სხვა ხილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი