ჭარხლის დიეტა
ავტორი: ანი რევია 10:00 10.06
ჭარხალი ძალიან სასარგებლო და აუცილებელი ბოსტნეულია ადამიანის ორგანიზმისთვის. ის უხვად შეიცავს მულტივიტამინებს. მისი მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში. ეხმარება ორგანიზმს დახარჯული ძალების აღდგენაში. ამ ბოსტნეულის დიეტით, ერთ კვირაში ორგანიზმსაც გაიწმენდთ, საჭირო მულტივიტამინებით მოამარაგებთ და თან, დაახლოებით, 5 ზედმეტ კილოგრამს დაიკლებთ. აუცილებელია, რომ შვიდი დღის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს იკვებოთ. თუ შიმშილი მოგეძალათ, შეგიძლიათ, დალიოთ 1 ჭიქა მაწონი ან მიირთვათ კენკროვანი ხილი, ოღონდ დღეში ერთხელ.
საუზმე: 300 გრამი მოხარშული და დაჭრილი ჭარხალი, 1 ცალი ცოცხლად გახეხილი სტაფილო, ცოტა ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი შეურიეთ ერთმანეთს და მიირთვით.
სადილი: 1 ულუფა წიწიბურა 1 ნაჭერ ქათმის თეთრ ხორცთან ერთად (მოხარშული) და სეზონური ხილი.
ვახშამი: მოხარშული თევზის ნაჭერი. სალათის ფურცლების, ჭარხლის, სტაფილოსა და კიტრის სალათა ზეითუნის ზეთით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან