რჩევები

ბულგარული წიწაკის სასარგებლო თვისებები

№13

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 10.04, 2021 წელი

ბულგარული წიწაკა
დაკოპირებულია

მდიდარი შემადგენლობის წყალობით ბულგარული წიწაკა, ადამიანის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით სასარგებლო ბოსტნეულია.

მინერალები სისხლს საჭირო კომპონენტებით ამდიდრებენ და ხელს უშლიან ანემიის განვითარებას, ასევე, აძლიერებენ იმუნიტეტს. ვიტამინების მრავალფეროვნება კი ხელს უწყობს სისხლძარღვთა გამაგრება-განმტკიცებას, ისევე, როგორც თმის ზრდას.

ბულგარული წიწაკა, აგრეთვე, აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას. ის აფერხებს თმის ცვენის პროცესს.

ბულგარული წიწაკა განსაკუთრებით სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის.

დადასტურებულია, რომ ბულგარული წიწაკის მიღება ათხელებს სისხლს, აქვეითებს არტერიულ წნევას, დადებით გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და კუჭუკანა ჯირკვლის ფუნქციებზე.

ბულგარული წიწაკა ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას, ძვლოვანი ქსოვილის განმტკიცებას, დეპრესიული მდგომარეობიდან გამოსვლას, ენერგიის მატებას. მის ფხვნილს ნიღბებსა და საცხებს ამატებენ და ისე იყენებენ რადიკულიტის, ართრიტისა და ნევრალგიის სამკურნალოდ.

ბულგარული წიწაკა ფასობს P ვიტამინის ანუ რუტინის შემცველობის გამოც. ცნობილია, რომ რუტინი სისხლძარღვებს, მათ შორის, უწვრილეს კაპილარებსაც, ელასტიკურობასა და სიმტკიცეს უნარჩუნებს, მთელ გულ-სისხლძარღვთა სისტემას კი – ახალგაზრდობას. სწორედ, ამიტომ ბულგარული წიწაკის გამოყენება რეკომენდებულია თრომბოზებისა და ათეროსკლეროზის თავიდან ასაცილებლად.

ბულგარული წიწაკა აუმჯობესებს მეხსიერებას, ამიტომ სასარგებლოა მათთვის, ვინც გონებრივ შრომას ეწევა, ასევე, ასაკოვანი ადამიანებისთვის. ის უზრუნველყოფს ყურადღების კონცენტრაციას და ხსნის უძილობას.

ბულგარული წიწაკა დაგეხმარებათ სტრესისა და წინადეპრესიული მდგომარეობისგან გათავისუფლებასა და ნერვული და კუნთოვანი სისტემების ზედმეტი დაძაბულობის მოხსნაში.

ბულგარულ წიწაკაში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები თავმოყრილია ნაყოფის ყუნწში, მის შიდა, მოთეთრო რბილობსა და თესლში - ეს ის ნაწილებია, რომლებსაც ვყრით. ძალიან კარგი იქნება, თუ მთელ წიწაკას ან მთლიანი ნაყოფისგან გამოწურულ წვენს მიირთმევთ.

გაითვალისწინეთ, რომ თერმული დამუშავების დროს ნაყოფი სასარგებლო ნივთიერებათა 70 პროცენტს კარგავს.

ბულგარული წიწაკა ორგანიზმს უნარჩუნებს ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობას. ეს ბოსტნეული განსაკუთრებით კარგია ორსულობისას, როდესაც ძვლოვან სისტემასა და თმას ყველაზე მეტად სჭირდება ელემენტებით შევსება.

ბულგარული წიწაკა უვნებელია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მისი მიღება უნდა შეიზღუდოს ან საერთოდ გამოირიცხოს. კერძოდ: ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიების, გულის იშემიური დაავადების, კუჭის წყლულოვანი დაავადების ან მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს

ზოგს ფარშირებული წიწაკა უყვარს, ზოგს – დაკონსერვებული, მაგრამ თუ გინდათ, მისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, უბრალოდ, უმად ჩააჭერით სალათებში და ისე მიირთვით. რაც მთავარია, დაჭერით მსხვილად, ასე წიწაკა მეტ წვენს ინარჩუნებს, მასში კი ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა.

სასურველია, ტკბილი წიწაკა ცხიმთან ერთად მიირთვათ, რათა ორგანიზმმა მაქსიმალურად შეითვისოს მასში არსებული ვიტამინები. ასე რომ, კარგი იქნება, თუ მას მცენარეულ ზეთში მოშუშავთ და ისე შეჭამთ.

ვირუსებსა და სხვა რესპირატორულ დაავადებებს რომ ადვილად გავუმკლავდეთ, აუცილებელია ორგანიზმის C ვიტამინით მომარაგება. ამიტომ, ეცადეთ, რაც შეიძლება, ხშირად ჭამოთ ბულგარული წიწაკა და ასე შეივსოთ ორგანიზმი C ვიტამინით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი