პოლიტიკა

ვერშელეულები

№20

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 24.05, 2022 წელი

ვერშელეულები
დაკოპირებულია

სულზე ტკბილი კუჭი

დედამიწის ქრისტიანულ ნაწილში დიდი აურზაურია და მეტად მოულოდნელადაც; ვინაიდან, მაშინ, როდესაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციურ ჯახზე მსჯელობდა ცივილიზებული დასავლეთი, სამწუხაროდ, ჯახი შუაგულ ევროპაში მივიღეთ, რომელშიც უშუალოდ ომით დაპირისპირებული ორივე მხარეც ქრისტიანულია და გეოპოლიტიკურად დაპირისპირებულებიც (დასავლეთი, სწორედაც რომ, ქრისტიანული ცივილიზაციის პირმშოა).

დასავლეთი ჯერჯერობით სანქციებით ებრძვის გავეშებულ რუსეთს და აფრთხილებს, რომ, თუ ამ უკანასკნელს ხელი წითელი ღილაკისკენ წასცდება, 90 წუთში მიიღებს საპასუხო დარტყმებს, რის პარალელურადაც ბელარუსის პრეზიდენტი არწმუნებს დასავლეთს, პუტინს არ უნდა „ნატოსთან“ დაპირისპირება, ამიტომაც მოელაპარაკეთ, რომ სისხლის ღვრა შეჩერდესო. მე ვერ გეტყვით, გაითვალისწინებენ თუ არა დასავლეთში ევროპის უკანასკნელ დიქტატორად შერაცხილი „ბაწკას“ შეგონებას, მაგრამ შევიტყვეთ, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტიდან ნავთობის ტრანსპორტირების აკრძალვა გამორიცხა. უფრო ზუსტად, ევროკომისიამ უარყო საკუთარი წინადადება, აეკრძალა რუსული ნავთობის ტრანსპორტირება ზღვით მესამე ქვეყნებში, რადგან საბერძნეთსა და მალტას გამოუდიათ თავი – ეს ორი ქვეყანა ფლობს ევროკავშირის ტანკერების ფლოტის ნახევარზე მეტს, რაც ბადებს ეჭვს, რომ ოცდამეერთე საუკუნეში არა მხოლოდ სული, კუჭი და კომფორტიც უტკბილესია...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი