პოლიტიკა

ომის მადა...

№16

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 22.04

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ძირს საბჭოური გადმონაშთები?

უცხოურ პრესაში მომრავლდა ინფორმაცია, რომ უკრაინა სუსტ წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს (რატომ, ნეტავ?! იმას გარდა, რომ, თუ ვინმე უკრაინელებზე მეტად ჩაუქია, თავად შეუძლია, ომი გამოუცხადოს რუსეთს და გვაჩვენოს წარმატებული შეტევის მაგალითი!), მეორე მხრივ კი, უკრაინის ჯარი ადამიანების ნაკლებობას განიცდის (მე ვიტყოდი, საზარბაზნე ხორცის), რაც ბუნებრივია, ვინაიდან, როგორც უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, როდესაც ხედავ, რომ ხორცსაკეპში გიშვებენ, ხოლო შენი ხელისუფლების ჯიბეები უზომოდ სქელდება, წინააღმდეგობას უწევ, აღარ გინდა.

შესაბამისად, „თაიმსის“ ცნობით, უკრაინის მთავრობა აპირებს, ჯარში სამსახური ქალებისთვისაც დააკანონოს (თუმცა, ამის შესახებ კარგა ხანია, საუბრობენ). ხოლო მოტივად ქალთა და მამაკაცთა უფლებრივ თანასწორობას ასახელებენ და იმასაც, რომ თითოეული მოქალაქის ვალია, დაიცვას თავისი სამშობლო (ცხადია, ეს არ ეხებათ უკრაინელ „რადელებსა“ და მათი ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით, ქალებს).

ცნობისთვის: დღეის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 65 ათასამდე ქალი მსახურობს, სხვათა შორის, 40 პროცენტით მეტი, ვიდრე 2021 წელს, ოღონდ ისინი, ძირითადად, უსაფრთხო სეგმენტში მსახურობენ – ზურგი და სამედიცინო დანაყოფები და, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით, ვინაიდან კანონი ჯერჯერობით არ ავალდებულებს ქალებს, ჩაერთონ ომში. თუმცა მხოლოდ ჯერჯერობით. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი ქალები, რომლებიც უკვე არიან ფრონტის ხაზზე, ეთანხმებიან ამგვარ გადაწყვეტილებას (პირადად მე კი მეეჭვება, ვინაიდან უკვე მამაკაცებსაც კი აღარ სურთ მასობრივად ომი), საბჭოური გადმონაშთები წარსულს უნდა ჩაბარდესო (საბჭოური, რაკი საბჭოეთში ქალებს არ იწვევდნენ). მაგრამ აი, სამოქალაქო სექტორში დარჩენილი ქალები კი უარს აცხადებენ მსგავს ინიციატივაზე.

რასაკვირველია, უკრაინის საზოგადოების გადასაწყვეტია, შეიძლება, 16 წლიდანაც გაიწვიონ ჯარში ან, სულაც, საბავშვო ბაღებიდან, მაგრამ, როდესაც უყურებ სტატისტიკას (50-მილიონიანი უკრაინიდან 22-25 მილიონი რომ დარჩა, ასევე, დაღუპული, ფერტილური ასაკის მამაკაცების რეალურ ოდენობას) და იცი, რომ ქალების სიმცირე დემოგრაფიისთვის მამაკაცების სიმცირეზე მეტი დარტყმაა, ჩნდება ეჭვი: ვითომ დემოკრატიისთვის აპირებენ უკრაინელი ერის შეწირვას?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი