პოლიტიკა

„სწორდი! სმენა!“

№17

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 03.05, 2021 წელი

სწორდი სმენა
დაკოპირებულია

ანუ მახათობანა...

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის დამჯდარ პრეზიდენტს ქართული პოლიტელიტა ფეხზე დამდგარი შეეგება (ვირტუალურად), რათა ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის, სახელად – „საქართველოს წინსვლის გზა“ (ცოცხალი ანეკდოტია – სხვა რომ გაიძულებს, ხელი მოაწერო ამ ტიპის დოკუმენტს), აშშ-ის ელჩმა საქართველოში (რომელთანაც დანასისხლადაა ჩვენებურ „ლეიბორისტთა“ ლიდერი, რადგან პუტინის აგენტს უწოდებს და არ მგონია, ბ-ნი ნათელაშვილი ისეთი გულუბრყვილოც იყოს, არ იცოდეს, რომ ამით შეერთებულ შტატებს აყენებს შეურაცხყოფას) განაცხადა, რომ კრიზისი უკან დარჩა და ამ შეთანხმების შესრულების დროც დადგაო. ანუ აწ კი დროა („მშვიდობა ნახოს საქართველომა“) პოლიტიკურმა მხარეებმა ქართველი ხალხის პრიორიტეტებზე დაიწყონ მუშაობაო და იქვე დასძინა, პრეზიდენტმა მიშელმა ხომ გამოხატა დიდი პატივი აქ ჩამოსვლით, მაგრამ ამიერიდან საქართველო და აშშ ერთად შეძლებენ დღის წესრიგზე ყურადღების გამახვილებას, ანუ იმ გრძელვადიან ინიციატივებზე, რაზეც ვმუშაობთო.

მართალია, ქ-ნმა დეგნანმა ახსენა განათლება, ეკონომიკური ზრდა და მისთანანი, მაგრამ, რეალურად, აშშ-სთვის ჰაერივით აუცილებელია საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა, ვინაიდან ბაიდენს ისევ სუფრის თავში უნდა დაჯდომა, ხოლო პუტინს იმ სუფრაზე მოხვედრა და, ცხადია, ჩვენს ოკეანისგაღმელ სტრატეგიულ პარტნიორს არც კი სცხელა მშობლიური პოლიტიკური კლასის მახათობანასთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი