პოლიტიკა

სტატისტიკური ხაფანგი

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 30.11, 2021 წელი

სტატისტიკური ხაფანგი
დაკოპირებულია

კოვიდპასპორტი - ვიზა სამოთხეში?!

ჩვენთან (და არა მხოლოდ ჩვენთან) კვლავ მოსახლეობის დამაშინებელი სტატისტიკა ქვეყნდება (ამდენი და ამდენი ათასი დაინფიცირდა და ამდენი და ამდენი ათეული გარდაიცვალა კოვიდითო) და ცოცხალი თავით არ გვიმხელენ არც დათვლის მეთოდოლოგიას და არც ჩაშლილ მონაცემებს გვაწვდიან (არადა, პირადად მე ბრმად ზრდასრული ამირან გამყრელიძის კი არადა, ბაღის მასწავლებლის ჭკუაზე არ დავდიოდი მაშინ ძნელაძის, აწ თაბუკაშვილის, ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღში). ხოლო, რაკი, როგორც ჩანს, ზრდასრული ადამიანები, მართლაც, არ დადიან ბრმად სხვების ჭკუაზე, დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, ჩაშლილი კოვიდსტატისტიკა გამოექვეყნებინა.

სამწუხარო ამბავი ისაა, რომ ახდა მეცნიერთა ნაწილის ვარაუდი – თუკი უპრაგონო, ანუ განურჩევლად ყველას ვაქცინაცია დაიწყებოდა, ვირუსი აუცილებლად განიცდიდა ისეთ მუტაციას, რომ 18 წლამდე მოზარდებსა და ბავშვებს დააავადებდა, რასაც მოწმობს დიდი ბრიტანეთის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკაც – ძალიან მაღალია 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ინფიცირების მაჩვენებელი (აქვე შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტია ორჯერადად აცრილი).

რაც მთავარია – 30 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, ორჯერ ვაქცინირებულების ინფიცირების მაჩვენებელი, დაახლოებით 8-ჯერ აღემატება აუცრელების ინფიცირების მაჩვენებელს. ანუ, თუ ორჯერ ვაქცინირებულ 70 პროცენტს გავიხსენებთ, აცრილები რამდენჯერმე ხშირად ავადდებიან.

და ბოლოს – სიკვდილიანობის მაჩვენებელიც თანაბარია აცრილებისა და აუცრელების, ოღონდ ეს მხოლოდ „ჟურნალია“, ვინაიდან, ერთი მხრივ, მასობრივი ვაქცინაცია და, მეორე მხრივ, ვირუსების ბუნება ნოყიერ ნიადაგს ქმნის რეზისტენტული შტამის (თუ შტამების) წარმოქმნისთვის.

იმ მარტივი მიზეზით, რომ ჰომო საპიენსი ვარ, იქნებ ჩვენს შესაბამის უწყებებსაც ნება ებოძათ და ჩაშლილი სტატისტიკა გამოექვეყნებინათ, თუ, რა თქმა უნდა, კოვიდპასპორტი სამოთხეში ვიზის ფუნქციას არ ასრულებს (მაგალითად, საბერძნეთში მრევლს ეკლესიებში კოვიდზე ტესტის უარყოფითი პასუხის გარეშე არც უშვებენ).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი