პოლიტიკა

სოციალურად აქტიური

№25

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 28.06, 2022 წელი

სოციალურად აქტიური
დაკოპირებულია

გავეშებული კვადრატში

ის ფაქტი, რომ რფ-ის პირველკაცი გავეშებულია, უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, მაგრამ, როგორც ჩანს, მაგალითის ძალა მეტად და მეტად გადამდებია (სხვა ვარიანტი თავში არ მიტრიალებს) და, ამდენად, დმიტრი მედვედევიც (აწ რფ-ის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე) უფრო და უფრო გადის მომსახურების ზონიდან (მომიტევეთ ჟარგონისთვის).

თავდაპირველად, დმიტრი მედვედევმა უკრაინას მომავალ 2 წელიწადში გაქრობა უწინასწარმეტყველა (სხვა რომ არაფერი, გასაკვირი ისაა, შენივე ჯილაგის გაქრობა რომ გიხარია და ამას რომ ელი). ყოფილი პრ.-ის გაშმაგება, სავარაუდოდ, იმან გამოიწვია, რომ უკრაინა აშშ-სგან აპირებს თხევადი აირის მიღებას („ლენდ-ლიზის“ ეგიდით), რის საფასურსაც 2 წლის შემდეგ გადაიხდიან.

ამის შემდეგ ყოფილი პრ.-ი უკრაინის დედაქალაქში 16 ივნისს ჩასულ გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის პირველკაცებს გადასწვდა – ბაყაყების, ღვიძლისა და მაკარონის თაყვანსმცემლებად მოიხსენია და კიდევ ერთხელ გაიმეორაა, რომ დრო იწურება.

უცნაური ისაა, რომ ყოველგვარი დასავლურის მოძულე, მათ შორის, ბ-ნი მედვედევი მეტად და მეტად აქტიურობს სოციალურ ქსელებში (ანუ დასავლეთის ტექნიკური მიღწევის არეალში) თავის გენიალურ აზრებს „თვითერში“ აფრქვევს.

ბუნებრივია, მხოლოდ სამყაროს შემქმნელმა იცის, რა იქნება ორ ან ნაკლებსა და მეტ წელიწადში, თუმცა უკრაინის ომმა პირადად მე რფ-ისადმი ყველანაირი გაბრაზება გამიქარვა: როცა მათ საკუთარი განაყარი ხალხის ბედი არ ანაღვლებთ, რა გასაკვირია, მათ მიერ ჩემი ჯიშის გასანადგურებლად გაღებული ძალისხმევა?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი