პოლიტიკა

სხვის ომში გამოჩენილი სიბრძნე

№33

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 15.08, 2022 წელი

სხვის ომში გამოჩენილი
სიბრძნე
დაკოპირებულია

ანუ დავაქორწინეთ, მააშ?!

უკრაინაში ომი გრძელდება, ხოლო საქართველოში უკრაინელი და რუსი ტურისტების ცვენაა (სხვა ეროვნებებისაც); უფრო მეტიც, უკრაინის ხელისუფლება ამ გაგანია ომისას ატარებს გამოკითხვას, უნდა დაკანონდეს თუ არა ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინებები (ნამდვილად საშური საქმეა და მომენტიც განსაცვიფრებლადაა შერჩეული!), თუმცა იქვე აიმედებს უკრაინის დარჩენილ ტერიტორიაზე 10 მილიონით ნაკლებ დარჩენილ უკრაინელს, რომ ეს მხოლოდ გამოკითხვაა და არაფერი მეტი.

მეტია თუ ნაკლები – იმავდროულად, უკრაინის პრეზიდენტი კვლავ იმ ვერსიაზეა, რომ ბოლო უკრაინელამდე იბრძოლებენ და, რაც მთავარია, ამერიკელმა, სახელდობრ, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ლინდსი გრემმაც იგივე გაიმეორა: აშშ-სა და კიევის მიზანია, იბრძოლოს (განა ბოლო ამერიკელამდე?!) ბოლო უკრაინელამდე.

მან ეს გასაოცარი რამ 2022 წლის 3 აგვისტოს განაცხადა Golden State-ის ეთერში. მეტი სიზუსტისთვის მოვიტანოთ სრული ციტატა: „მე მომწონს გზა, რომლითაც ჩვენ მივდივართ. სანამ ჩვენ ვეხმარებით უკრაინას იარაღით, რომელიც მას სჭირდება, და ეკონომიკური მხარდაჭერით, უკრაინა იბრძოლებს ბოლო ადამიანამდე.”

და, მართლაც, რა არის მოუწონარი ამ გზაში, როდესაც შენი მოსახლეობა დაცული და ცოცხალი გყავს და, საცაა, 400 მილიონს მიუკაკუნებს?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი