პოლიტიკა

სიყვარული და ძარცვა

№41

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 18.10, 2021 წელი

სიყვარული და ძარცვა
დაკოპირებულია

ანუ კომპენსაცია ჩვენს ტვინებთან კოიტუსისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში (ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება იქმნება) ჩვენს თანამოქალქეებს არაფერი აინტერესებთ ნაცი-ქოცის ძახილის გარდა (ვითომ სხვა პრობლემა უბრალოდ არ აქვთ?!), ამ არეულ დედამიწაზე უჩვეულოდ სახალისო ამბებიც ხდება (ვფიქრობ, არც ჩვენ გვაწყენს გახალისება).

მაგალითად, გასულ კვირას რფ-ის ერთ-ერთ ქალაქში მძარცველი ღამით ბინაში შეიჭრა, ბინაში მცხოვრები ქალი ხმაურმა გამოაღვიძა, მძარცველი გაიცნო და იმდენად მოეწონა, რომ ღამეც დაიტოვა (სამწუხაროდ ოფიციალურ ინფოში არ არის დაზუსტებული, ღამე დაუვიწყარი იყო თუ მაინც - ისე რა). აი, პოლიცია კი მხოლოდ დილით გამოიძახა, როდესაც დაადგინა, რომ ბინის სეიფიდან უმადურ კაცს 500 000 რუბლი მოეპარა. აქვე დაგამშვიდებთ, რომ მძარცველიც დაკავებულია და ფულიც პატრონის ხელში, ანუ სეიფშია.

სხვათა შორის, შესაძლოა, უმადურობა არაფერ შუაშია და მძარცველმა უბრალოდ გადაწყვიტა, რომ მისი მომსახურების ფასი იყო 500 000 რუბლი?! მე რომ მკითხოთ, ჩვენც გვეკუთვნის კომპენსაცია ჩვენებური პოლიტიკოსებისგან ჩვენს ტვინებთან ყოველდღიური კოიტუსისთვის,

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი