პოლიტიკა

პოლიგონთცვენა

№14

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 12.04, 2021 წელი

შავი ზღვა
დაკოპირებულია

ანუ ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!

ჯერ კიდევ არ გასრულებულიყო ყარაბაღის ომი, როდესაც ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობდა, რომ ომის თეატრის შემდგომი სცენა უკრაინაში გადაინაცვლებდა. ჯერჯერობით უცნობია დეტალები და ისიც, თუ რა შეიძლება, მოხდეს, მაგრამ ბაიდენ-პუტინის სიტყვიერი გაპაექრება რომ ტკბილად არ დასრულდება, ცხადზე უცხადესია. თანაც, ვფიქრობ, სულაც, არ არის აუცილებელი, ერთმანეთს ყელში სწვდნენ, საამისო პოლიგონებიც თავზე საყრელადაა: სირიიდან დაწყებული, საქართველოს გავლითა და უკრაინით დასრულებული და საზარბაზნე ხორციც.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელებმა თითქმის 100 ათას სამხედრო მოსამსახურეს მოუყარეს თავი, შესაბამის ტექნიკასაც და ასე განსაჯეთ – „დრონებსაც“. და თითქოს ისინი ამერიკელების ნიშანს ელიან...

ელიან თუ არა, ფაქტია, რომ შავი ზღვა გეოსტრატეგიული დანიშნულებისაა და ამ არეალში რფ-ს კონკურენტი არ ჰყავს ყირიმის მიერთების შემდეგ (რაც აუცილებლად გულისხმობს დასავლეთის გააქტიურებას – თუ, რა თქმა უნდა, გავლენის დათმობას არ აპირებენ).

მაგრამ იმ ფონზე, რომ ევროკავშირი ამ თამაშში პასიურია, ხოლო ჩვენი მაქსიმუმი ძეგლებთან ბრძოლა ან აქციების მოწყობაა, ისიც მაშინ, როცა იცი, რომ არ გესვრიან, ვფიქრობ, დროა, თეთრი დროშების კერვას შევუდგეთ, პათოსით: „ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი