პოლიტიკა

ორ ღია კარს შუა

№25

ავტორი: ნინო ხაჩიძე 22:00 28.06, 2022 წელი

ორ ღია კარს შუა
დაკოპირებულია

ანუ ღმერთი სამობითაა...

თუმცა ორ ათეულ წელზე მეტია, „ნატოს“ კართან ვდგავართ, რომელსაც აღარც ვაკაკუნებთ, ვინაიდან, ის უკვე ღიაა, აწ უკვე მეორე კარიც გაიღო – სახელდობრ, ევროკავშირისა. მართალია, ბევრი ვწერეთ (კითხვარები შევავსეთ), მაგრამ გაირკვა, რომ წევრობის კანდიდატობას ვერა, აი, ევროპულ პერსპექტივას კი მოგვანიჭებენ (არადა, ეს უკვე მივინიჭეთ მეთორმეტე საუკუნეში). სწორედ ასე ბრძანა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რაც მოსალოდნელიც იყო.

რაც შეეხება „ევროპულ პერსპექტივას“, ქ-ნმა ურსულამ განმარტა, რომ ასე შეაფასებენ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის მიერ წაყენებულ პირობებს (უკრაინა და მოლდოვა, ხომ, სხლავენ, რა?!).

ევროკომისიის რეკომენდაციაში ვკითხულობთ შემდეგს: „საქართველო იზიარებს იმავე პოტენციალს, რომელიც უკრაინასა და მოლდოვას აქვს, მისი განაცხადი ძლიერია, განსაკუთრებით საბაზრო ორიენტაციის, ეკონომიკის, ძლიერი კერძო სექტორის მიმართულებით და წარმატებისთვის ქვეყანამ ახლა პოლიტიკურად უნდა მოახდინოს შეკვრა და განსაზღვროს სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი ევროკავშირის მიმართულებით და ეს გზა უნდა იყოს აუცილებლად ასოცირებული რეფორმებთან, სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებასთან და საერთო პოლიტიკური მხარდაჭერის მიმართულებით.“

სკოლის მოსწავლისთვისაც ნათელია, რომ ციტატის, განსაკუთრებით, მეორე ნაწილი სიტყვების ბრახაბრუხია (თუ მთლად სრული ციტატა არა), ხოლო საქმეში უკეთ გარკვეულმა ადამიანმა კი იცის, რომ მოლდოვისა და უკრაინის (მათ ევროკომისიამ მისცა რეკომენდაცია, მიენიჭოთ წევრობის კანდიდატობა) სახელმწიფო მოწყობაში ლამის სრულად საბჭოური გავლენაა (თქვენ წარმოიდგინეთ, საბუთებსაც კი ჯერჯერობით ხელით ავსებენ შტამპიან ფურცლებზე).

ხოლო, რაკი ახლა უკვე ორი კარია ღია (ნატოური და ევროკავშირული), ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როდის გაიღება მესამე კარი, რადგან თქმულა, ღმერთი სამობითააო... -

P.S. აქვე დავსძენ, რომ საკითხი, საბოლოოდ, 24-ში გაირკვევა (ზემოთქმული მხოლოდ ევროკომისიის რეკომენდაციაა).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი