პოლიტიკა

კოვიდი და „ჯი 7“

№19

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 18.05, 2021 წელი

კოვიდი და ,,ჯი 7
დაკოპირებულია

ანუ ვაქცინაზე დახარბებულები

თუმცა პანდემიაა, მაგრამ ეგრეთ წოდებული, „ჯი 7“ მაინც შეიკრიბა და რამდენიმე საკითხიც მიმოიხილეს: ჩინეთითა და რუსეთით დაწყებული და პანდემიით დასრულებული.

ჩინეთისა და რუსეთისადმი დასავლელების დამოკიდებულება ცნობილია (საქმე ისაა, ეფექტიანად მოახერხონ და ალაგმონ მათი მადა). რაც შეეხება კორონავირუსს: ამ მიმართულებით ვაქცინების განაწილებაზე ისაუბრეს. სახელდობრ, ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინების უფასოდ დარიგებაზე.

საქმე ისაა, რომ სპეციალური პროგრამაა შექმნილი, რის მიხედვითაც, აფრიკამ, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა უკვე დაიწყეს ვაქცინის უფასოდ მიღება, მაგრამ წინააღმდეგობა შექმნა იმ ფაქტმა, რომ პრეპარატების ოდენობა არასაკმარისია.

როგორც გვაუწყებენ, მდიდარმა ქვეყნებმა ვაქცინების ლამის სრული რაოდენობა შეისყიდეს ორმხრივი გარიგებების შედეგად. ასე მაგალითად, აშშ-საც „ასტრაზენეკის“ ათეულ ათასობით ზედმეტი ვაქცინა აქვს, მაგრამ მზადაა, გაუნაწილოს მექსიკას (და თუ მსურველები გამოჩნდებიან, სხვებსაც).

ამის პარალელურად, რადგან შვიდეულის შეკრებაზე სტუმრის სტატუსით ინდოეთიც იყო მიპატიჟებული (დიდი ბისმარკობა არ უნდა იმის განჭვრეტას, თუ რატომ), კორონავირუსსაც ვერ ასცდნენ, იმ მარტივი მიზეზით, ინდოეთის დელეგაციის 2 წევრს კორონა აღმოაჩნდა. ამის გამო მთელი დელეგაცია თვითიზოლაციაში გამოიკეტა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვირტუალურად გამართავს შეხვედრებს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინათ მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები შემზარავ კადრებს აჩვენებდნენ, თუ რა მძიმე ვითარებაა ინდოეთში და განგაშის ზარებსაც არისხებდნენ ახალი, ინდური შტამის შესახებ, რომელსაც ვერ ერევა უკვე არსებული ვაქცინები, იბადება კითხვები, რომელთაგან მე მხოლოდ ერთს დავსვამ: „შვიდეულის“ პირველკაცები ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვირტუალურად დელიდან ვერ დაელაპარაკებოდნენ?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი