პოლიტიკა

ყელგადაჭდობილები

№5

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ კირი და სი დაძმობილდნენ და გაუდგნენ გზასა...

ალბათ, იმიტომ რომ ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთიც დაძმობილდნენ და გაუდგნენ გზასა. რა გზას? ბუნებრივია, მჭიდრო თანამშრომლობისა და სიამტკბილობისა. რაოდენ მოულოდნელიც უნდა ყოფილიყო და იმავდროულად, გასაოცარიც, მას შემდეგ, რაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების ბრალდებით საქართველოს ხელისუფლება ყველა ბრუნვაში ატრიალეს ევროპის კონტინენტზე, რამეთუ ჩინეთთან პარტნიორობა დანაშაულის, მაშასადამე, დემოკრატიის ღალატის ტოლფასია, იმის პარალელურად, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის ჩართულობაც დასავლეთისთვის ზურგის ქცევის აქტად შეფასდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩინეთს, არც მეტი, არც ნაკლები, ხუთდღიანი ვიზიტით ეწვია.

ეწვია და რამდენიმე ხელშეკრულებასაც გამოჰკრა ხელი: ოფიციალური ინფორმაციით, კირ სტარმერმა და სი ძინპინმა ერთანეთთან შეხვედრის შემდეგ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ ათი ხელშეკრულება გააფორმეს – ორგანიზებული დანაშაულისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლით დაწყებული და შინ მოვლისა და სპორტის ინდუსტრიის სფეროებით დამთავრებული.

მეტიც, ჩინეთში ბრიტანული ექსპორტის გაფართოებაც დაიგეგმა და ბრიტანეთისა და ჩინეთის ერთობლივი ეკონომიკური სავაჭრო კომისიის თანამშრომლობის გაღრმავებაც. ასე განსაჯეთ, კირ სტარმერი გვარწმუნებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობების განმტკიცება დიდი ბრიტანეთის, არც მეტი, არც ნაკლები, ეროვნული ინტერესია. ალბათ, ამიტომაც ახლდა თან უზარმაზარი ბიზნესდელეგაცია და ერთ-ერთი თემა ვისკის ტარიფებიც გახლდათ.

მართალია, ჩვენ არ ვიცით, როგორი რეაქცია ექნება დონალდ ტრამპს, რაკი დიდმა ბრიტანეთმა და ჩინეთმა ყელი ყელსა გადააჭდეს (რადგან ეს აშკარად სიყვარულია), მაგრამ ბუნებრივად იბადება კითხვა: რატომ არის დანაშაული საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობა, თუ, რა თქმა უნდა, დასავლეთს ეჭვიანობისგან გონება არ დაებინდა?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი