პოლიტიკა

ავტორიტარიისა და დემოკრატიის ერთფეროვნება?!

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 28.11, 2022 წელი

ავტორიტარიისა ად
დემოკრატიის ერთფეროვნება
დაკოპირებულია

ანუ საბელგამობმული გაღიმებულები

ცნობილია, რომ კრემლი ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებს, განსაკუთრებით კი – დე ფაქტო აფხაზეთს, საბიუჯეტო გადარიცხვებით მართავს.

სახელდობრ, თუ ჩვენებური სეპარატისტები, მოსკოვის აზრით, ცუდად მოიქცევიან, კრემლი ტრანშებს აყოვნებს, ხოლო, რაკი, მაგალითად, დე ფაქტო აფხაზეთის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი (ორ მესამედამდე) სწორედ რუსულ ფულზეა დამოკიდებული, ვინაიდან, ბუნებრივია, რფ-ისთვის არ არის ხელსაყრელი დე ფაქტო აფხაზეთის, როგორც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის განვითარება (ის კიდევ სხვა საქმეა, რისი განმვითარებლები არიან), ეს გადმორიცხვები საბელის ფუნქციას ასრულებს, რითაც დე ფაქტო აფხაზეთი სასიცოცხლოდაა მიბმული მოსკოვს (რაც, სხვათა შორის, იმასაც ნიშნავს, რომ, თუ საბელს გუობენ, ჩვენს საბელსაც მოირგებენ, შესაძლოა, საქმე მხოლოდ ფულის ოდენობაშიც იყოს).

მეორე მხრივ, არც ჩვენ ვუშვებთ ხოლმე ხელიდან შანსს, წამოვაყვედროთ აფხაზ სეპარატისტებს, რომ მათი „დამოუკიდებლობა“ რუსულ ფულზე გადის. ჰოდა, შესაძლოა, იმიტომაც, რომ სამყაროში ბუმერანგის პრინციპი მოქმედებს, სულ ახლახან ამერიკელმა სენატორებმა (როგორც ჩვენებური ხელისუფლება ამბობს, იმ ამერიკელმა სენატორებმა, რომლებიც ჩვენებურ ოპოზიციასთან მეგობრობენ – მეგობრობა კი დასავლურად, მოგეხსენებათ, ლობირებაა, ხოლო ლობირება გულისხმობს ანაზღაურებას) განაცხადეს, რომ საქართველოს დაფინანსება უნდა შევუწყვიტოთ, ცუდად იცქირებიან რუსეთისკენო.

მე არ ვიცი, ვინ საით იცქირება, ხოლო, თუ იცქირება, ურიგო არ იქნებოდა ამის დამადასტურებელი საბუთების ნახვა (ვინაიდან დემოკრატიას სწორედ დასაბუთება უყვარს და უხდება), იმას გარდა, რომ გადაწყვეტილებებს იღებს აშშ-ის მთავრობა, ამერიკელ კანონმდებლებს კი შეუძლიათ, თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები (დემოკრატიის ხიბლიც ესაა), მაგრამ ფაქტია, რომ დახმარების შეწყვეტით მუქარა უსიამოვნოა და მეტროპოლიისა და პერიფერიის ურთიერთობას ჰგავს, თუმცა ერთგვარი გაკვეთილიცაა, რომ საკუთარი თავი თავად უნდა უზრუნველყო, ერთხელაც აფხაზი სეპარატისტებივით საბელგამობმული და გაღიმებული რომ არ დარჩე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი