პოლიტიკა

ამოუცნობი საჰაერო ფენომენები

№16

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 27.04, 2021 წელი

ამოუცნობი საჰაერო
ფენომენი
დაკოპირებულია

ანუ სტუმრები გალაქტიკიდან

ჯერჯერობით ისე ხდება, რომ დედამიწელებს ისევ ვერ გაურკვევიათ, როგორ მოიშორონ თავიდან კორონავირუსი და კიდევ რამდენ ხანს უნდა იაროთ პირბადეებით (რომელიც, ფაქტობრივად, დიდად ვერაფრისგან გვიცავს, თუ ჯანმოს დირექტორს ვერწმუნებით – ვაქცინაციის შემდეგადაც კი პირბადეებით უნდა ისეირნოთ და ერთმანეთს 2 მეტრზე ახლოს არ უნდა მიუახლოვდეთო). მეტიც, აშშ-მა შეაჩერა „ასტრა ზენეკისა“ და „ჯონსონისა და ჯონსონის“ ვაქცინების გამოყენება – მიუხედავად იმავე ჯანმოს მტკიცებისა, თრომბოზულ მოვლენებს ისინი არ იწვევენო; ამის პარალელურად, სახელდობრ, ჩვენთან აი, ასეთი, ანეკდოტური, თუმცა ფაქტობრივი მდგომარეობაა, თურმე, „ფაიზერით“ აცრისთვის „ჩაწყობებიც“ დაწყებულა.

ამასობაში კი, პენტაგონმა დაადასტურა, რომ ავთენტურია (ეს იგი, ნამდვილია) აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოების სერია, რომლებზეც გაურკვეველი მფრინავი ობიექტებია აღბეჭდილი.

მართალია, ადამიანები ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ კარგა ხანია, საუბრობენ და აქამომდე ფოტოც ბევრი გავრცელებულა და ვიდეოც, თუმცა ამ ამბავს, ძირითადად, მაინც წარმოსახვად მიიჩნევდნენ (მე რომ მკითხოთ, ფართო საზოგადოებისთვის, თორემ სპეციალისტებმა გადასარევად იციან, რომ არანაირი წარმოსახვა ეს არ იყო). ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ამ უცნობ ობიექტებს აწ „გაურკვეველ საჰაერო ფენომენს“ უწოდებენ და სულ ბოლოს გადაღებულს პირამიდის ფორმა ჰქონდა.

ცხადია, მე არ ვიცი, რა ესაქმება ზემოხსენებულ „გაურკვეველ საჰაერო ფენომენს“ დედამიწის თვალსაწიერში, თუმცა შეიძლება, ისინიც იმავეს ფიქრობდნენ – ანუ რა ესაქმებათ ამ გაურკვეველ ორფეხა არსებებს ჩვენს თვალსაწიერშიო, მაგრამ იქნებ მათაც შეიტყვეს ილონ მასკის იდეის შესახებ და, თუ ჩვენ მარსზე მივეშურებით, ისინი აქეთ მოემართებიან (მანამდე კი, ხომ არ გვეთხოვა, კოვიდის წამლები ჩამოეყარათ)?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი