პოლიტიკა

ადამიანი ადამიანისთვის მგელია?!

№53

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 05.01, 2021 წელი

ადამიანი ადამიანისთვის
მგელია?!
დაკოპირებულია

ანუ განა მხოლოდ სმა და ჭამა?!

ადამიანი სოციალური არსებაა, ანუ მეორე ადამიანი სჭირდება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ორიოდ სიტყვა უთხრას, დარდი თუ სიხარული გაუზიაროს, თუნდაც, უკანასკნელი სიტყვებით მოიხსენიოს, იმიტომაც, რომ ადამიანი თავს ადამიანად, სწორედ, მეორე ადამიანის თვალებში გრძნობს. ამას გარდა – ნოყიერად დანაყრებაც უყვარს და თვალებიც ხშირ-ხშირად გაურბის ჭრელა-ჭრულა რამე-რუმეებისაკენ.

შესაძლოა, იმიტომაც რომ (ჩემი ვერსიით, მაინც ხელოვნური კოვიდპანდემიის გამო) ძირითადად, ტექნიკის მეშვეობით ურთიერთობენ ერთმანეთთან და ადამიანი ადამიანისთვის მგლად იქცა (უარესი – კოვიდინფექციის წყაროდ), კომენდანტის საათია (და მერე რა, რომ მხოლოდ დილის 5 საათამდე), არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს და საკვების გარდა, ფაქტობრივად, ვერაფერს შეიძენ (ხელის შევლებით – თორემ, დისტანციურად, იცოცხლე, იმდენს?!), როგორც კი სავაჭრო ცენტრები (მოლებად წოდებულები) გაიხსნა (არადა ლილოსა და სხვა ბაზრობებმა ნეტავ რა დააშავეს – იქ სხვანაირად ვრცელდება კოვიდი, ანუ მაინცდამაინც მოლს არ ეკარება?!), მანქანების ნაკადი დილა-ბნელშივე დაიძრა მათკენ, აი, ზემოთ ნახსენები ჭრელა-ჭრულა რამე-რუმეების შესაძენად.

თუ გავიხსენებთ, რომ ნებისმიერი განსაცდელი (გინდა, ხელოვნური იყოს) იმისთვისაა, რომ შეიცვალო (ცხადია, უკეთესობისკენ), ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან, ვფიქრობ, პრიორიტეტებად კვლავ ჭამა-სმა და ჩაცმა-დახურვა რჩება, ჰოდა, ეჭვი მაქვს, სულ კონკრეტულ მისამართებზე არც ის მეტეორები დაახანებენ, ასე რომ ითხოვენ ზოგიერთები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი