მედიცინა

რომელ ორგანოებში შეიძლება შეგაწუხოთ კენჭოვანმა დაავადებებმა

№39

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 07.10, 2021 წელი

კენჭოვანი დაავადებები
დაკოპირებულია

თირკმელები

თირკმელებში კენჭები საშარდე გზებში მინერალების, ძირითადად, კალციუმის, დაგროვების შედეგია. ასეთ დროს შესაძლოა, შარდში სისხლი ან პატარა ქვის ნატეხიც აღმოაჩინოთ. როდესაც თირკმელებში დიდი ზომის ქვებია, ის საშარდე გზებში იჭედება და აუცილებელი ხდება მათი ქირურგიული გზით მოცილება. პატარა კენჭები კი ხშირად თავად მოჰყვებიან შარდს.

ყელი

ტონზილები ყელის უკანა ნაწილში არიან და მიკრობებისგან გვიცავენ. მკვდარმა კანის უჯრედებმა, საკვებმა და სხვა ფაქტორებმა შესაძლოა, ტონზილის ქვები გამოიწვიოს. ასეთ დროს ნუშურა ჯირკვლებზე თეთრი ლაქები ჩნდება, ისინი შესიებულია. ამ დროს პაციენტს ყელის ტკივილი და ზოგჯერ კი პირიდან უსიამოვნო სუნიც აღენიშნება.

ტონზილის ქვები შეგიძლიათ, მარილიანი წყლის სავლებით ან კბილის ჯაგრისითაც მოიშოროთ. გართულების თავიდან აცილების მიზნით კი უმჯობესია, მიმართოთ ექიმს.

შარდის ბუშტი

შარდის ბუშტში თირკმელში არსებული კენჭები ტრანსპორტირდება. კენჭების წარმოქმნის მიზეზი შესაძლოა, შარდის შეკავება ან მინერალების დისბალანსი გახდეს.

ამღვრეული ან სისხლიანი შარდი, ასევე შარდვისას მუცლის ქვედა არეში ტკივილი კენჭების არსებობაზე მიუთითებს.

პროსტატა

პროსტატა მამაკაცებში შარდის ბუშტთან არსებული პატარა ჯირკვალია, რომელიც სითხეს გამოიმუშავებს სპერმის დასაცავად. საშუალო ასაკისა და უფროს მამაკაცებში შესაძლებელია, პროსტატას ჯირკვალში მცირე ზომის კენჭები წარმოიქმნას, ისინი ტკივილს არ იწვევენ.

პანკრეასი

პანკრეასის მიერ გამომუშავებული ჰორმონები საჭმლის მონელებას უწყობენ ხელს და სისხლში შაქრის დონის შენარჩუნებაში გვეხმარებიან.

ნაღვლის სადინარებით ნაღვლის ბუშტიდან კენჭები შესაძლოა, პანკრეასში მოხვდეს, რასაც სიცხე, მაღალი პულსი, გულისრევა და მუცლის ტკივილი ახასიათებს, რაც ჭამის შემდეგ უარესდება,.

ცხვირი

თუ ბავშვობაში ნესტოში პატარა მარცვალი გაგეჭედათ შესაძლოა, ამან მინერალების მოზიდვას შეუწყოს ხელი და ქვები ცხირის ღრუში ჩამოყალიბდეს. სიმპტომები ცხვირის ღრუს ტკივილი და ცალი ნესტოდან სუნიანი გამონადენია.

ვენები

ვენებში ქვები ჩნდება მაშინ, როდესაც სისხლი ნელა მოძრაობს, ის ილექება და საბოლოოდ ქვად იქცევა. სიმპტომებია: კანზე ლაქები და გამონაყარი, ტკივილი და გაუფერულებული კანი პირის ღრუს, ტუჩების, ლოყის, თავისა და კისრის არეში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი