მედიცინა

ექიმის რჩევები

№14

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 14.04

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: შეიძლება თუ არა, 40 წლის ასაკის ჯანმრთელმა ადამიანმა პროფილაქტიკის მიზნით მიიღოს კარდიომაგნილი? რა სიხშირით და რომელი დოზა?

პასუხი: კარდიომაგნილი შედგება ასპირინისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდისგან, ანუ არის ანტიაგრეგანტი, ამიტომ ინიშნება იმ შემთხვევაში, თუკი ანალიზით გამოვლინდა თრომბოციტების მომატებული აგრეგაცია. გამოიყენება შემდეგი დაავადებების პროფილაქტიკისთვის: თრომბოზები და ემბოლიები, მიოკარდიუმის ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, შაკიკი, იშემიური ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ოპერაციები (ოპერაციის შემდგომი პერიოდი) სისხლძარღვებზე. პრეპარატს აქვს როგორც ჩვენება, ისე უკუჩვენება და გვერდითი მოქმედება, ასე რომ, ჩვენების გარეშე და თვითნებურად მისი მიღება დაუშვებელია.

კითხვა: თავის კანსა და სახეზე მაქვს ქერტლი. შეიძლება თუ არა სტეროიდული კრემების გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე? ქერტლის რთული ფორმა მაქვს. გარდა ქერტლისა, კანის შიგნით წვის შეგრძნებაც მაქვს. შამპუნები თითქმის არაფერს აკეთებს. ერთადერთი, რაც ჩემს შემთხვევაში ქერტლს აკონტროლებს, არის ვაშლის ძმარი. მაგრამ კანის შიგნით წვის შეგრძნება მაინც მაქვს.

პასუხი: სავარაუდოდ, სებორეა გაქვთ, არ გირჩევთ თვითმკურნალობას. დიაგნოზის დასაზუსტებლად და კვალიფიციური მკურნალობის დასანიშნად დაგეგმეთ დერმატოლოგთან ვიზიტი.

კითხვა: გადავიღე ცხვირის დანამატი წიაღების კომპიუტერული ტომოგრაფია და მას შემდეგ მთელი დღის განმავლობაში თავის ძლიერი ტკივილი და სისუსტე დამეწყო. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა, დასხივების ბრალი იყოს?

პასუხი: თავის ტკივილი შეიძლება, უკავშირდებოდეს პათოლოგიას, რის გამოც გადაწყდა ამ კვლევის ჩატარება ან ნევროზულობას და დაძაბულობას კვლევის პროცესში. საქმის კურსში ჩააყენეთ თქვენი ექიმი.

კითხვა: იმავე წყალს, რომელსაც ადრე ჩვეულებრივად ვსვამდი, ახლა სოდისმაგვარი, მომწარო გემო აქვს და ვერ ვხდები, რატომ?

პასუხი: გემოს გაუკუღმართების ერთ-ერთი მიზეზი პირის ღრუს პათოლოგიებია. პირველ რიგში, ეჩვენეთ სტომატოლოგს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი