მედიცინა

ექიმის რჩევები

№15

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 21.04

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: ვარ 25 კვირის ორსული. ძალიან მენატრება ყავა. რაც ორსულად ვარ, ვერ ვსვამ – დალევის შემდეგ ან ღამით, თითქოს, გული მიჩქარდება და უჰაერობა მეწყება. არ ვიცი ამის ბრალია თუ დამთხვევაა? იქნებ მირჩიოთ, რა შეიძლება გავაკეთო, რომ უჰაერობა არ დამეწყოს?

პასუხი: ორსულობის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ყავა და კოფეინშემცველი პროდუქტები ორსულის რაციონში შეიძლება არათუ შეიზღუდოს, შეიძლება, აიკრძალოს კიდეც. ორსულობის დროს სჯობს, მიიღოთ ბუნებრივი სასმელი (გაწურული ხილის წვენი, კომპოტი, რაც მთავარია, სუფთა წყალი). უჰაერობის ჩივილის შემთხვევაში აუცილებლად უნდა შეფასდეს მდგომარეობა, რადგან თუ ორსულს აქვს ჰაერის უკმარისობა, ნაყოფსაც ექნება ჰიპოქსია (ჟანგბადის ნაკლებობა), აუცილებლად აიღეთ სისხლის ანალიზი და შეიმოწმეთ ჰემოგლობინი. დროულად ეწვიეთ კონსულტაციის ექიმს და საქმის კურსში ჩააყენეთ, ჰიპოქსიის გამოსწორება შესაძლებელია.

კითხვა: რამდენი ხანი შეიძლება, მიიღოს ადამიანმა ან, თუნდაც, რა სქემით კურკუმას კაფსულები (500 მილიგრამიანი)?

პასუხი: პროფილაქტიკისთვის კურკუმას კაფსულების რეკომენდებული დოზაა დღეში 1 კაფსულა საკვებთან ერთად. მიღების ხანგრძლივობა – 1-2 თვე, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება, კურსის გამეორება.

კითხვა: ნერწყვის ყლაპვის ან რაიმე სითხის დალევის დროს მარჯვენა ყურში მაქვს ღრიჭინის ხმა, თითქოს წყალი მაქვს ჩაგუბებული. რა იწვევს? შეიძლება თუ არა, ეს ხერხემლის პრობლემამ ან ტინიტუსმა გამოიწვიოს?

პასუხი: შესაძლოა, გოგირდის ჭარბი მასაა დაგროვებული, ეჩვენეთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს.

კითხვა: მაინტერესებს გენეტიკურია თუ არა ბრტყელტერფიანობა? რამდენად არის შანსი, შვილს ჰქონდეს, თუ ბრტყელი ტერფი მხოლოდ მამას აქვს?

პასუხი: დეფორმაციის გადაცემის მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა არსებობს, მაგრამ როცა ასეთი რისკფაქტორია, საჭიროა ადრეული ასაკიდანვე ზრუნვა, რათა არ ჩამოყალიბდეს პათოლოგია.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი