მედიცინა

ფითრის სამკურნალო თვისებები

№21

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 02.06, 2023 წელი

ფითრი
დაკოპირებულია

ფითრის სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროს იყო ცნობილი. ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ როგორც სისხლის აღმდგენ, შემკვრელ საშუალებას, ხმარობენ აგრეთვე, ეპილეფსიის სამკურნალოდ.

ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ ფითრის ფოთლების ექსტრაქტი დაბლა სწევს არტერიულ წნევას და შესაძლებელია მისი გამოყენება ჰიპერტონიული დაავადების საწყის სტადიაზე. ასეთივე შედეგი აღინიშნება კლიმაქტერული ჰიპერტონიით დაავადებულთა მკურნალობის დროსაც.

ნაყენის მოსამზადებლად 15 გრამი ფოთოლი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1 ჩიას ჭიქა მდუღარე წყალი. ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით, შემდეგ გადმოიღეთ, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში.

ეპილეფტიკური შეტევებისგან გასათავისუფლებლად აიღეთ თითო სადილის კოვზი ფითრი, ასფურცელას ყვავილები და მაისის ქრისტესისხლას ბალახები. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 0,5 ლიტრი წყალი და აადუღეთ. დალიეთ გადაწურული ნაყენი მომდევნო დღის განმავლობაში.

ჰიპერტონიას, ნაწლავურ ატონიას, კუჭისა და ცხვირის სისხლდენას დაამარცხებთ ფითრის 15 გრამ დანაყილი მორჩებისა და ფოთლების ნაყენით: დაასხით ნედლეულს 1 ჭიქა თბილი, გადადუღებული წყალი. საღამოს მომზადებული ნაყენი გადაწურეთ დილით და მიირთვით დღის განმავლობაში სამ ულუფად, თითო სადილის კოვზის ოდენობით.

ეპილეფტიკების დამშვიდებაში დაგეხმარებათ ლითრუმის ნაყენიც. აიღეთ 1/2 ჩაის კოვზი დანაყილი მცენარე, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ არანაკლებ 4 საათით. გადაწურული ნაყენი მიირთვით 12 დღის განმავლობაში, 50-50 მილილიტრი დღეში სამჯერ. შემდეგ, 4 თვის განმავლობაში ყოველდღე მიიღეთ 1 ჩაის კოვზი მცენარის ხსნარი.

ფითრი ისეთი რთული დაავადების სამკურნალოდაც გამოიყენება, როგორიც ეპილეფსიაა. მკურნალობა მინიმუმ 1 წლის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. ფოთლებთან ერთად, მოჭერით ფითრის მორჩებიც, არაუმეტეს 20 სანტიმეტრზე (ეს მცენარე ვაშლის ხეზე უნდა ცხოვრობდეს). გამოაშრეთ და შეინახეთ მომზადებული მცენარე მშრალ და ბნელ ადგილას.

კლინიკური ეფექტიანობა

👉სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება.

👉დაქვეითებული მადის მომატება, სხეულის წონის ოპტიმიზაცია.

👉 ძილის ნორმალიზება.

👉უმჯობესდება სითბოს შეგრძნება, შრომისუნარიანობა, ინიციატივის გამოხატვის სურვილი და განწყობა.

👉ავადმყოფობის შეგრძნებისა და მკურნალობის თანმხლები სიმპტომების შემცირება, მაგალითად: ღებინება, გულისრევა, დიარეა, იმუნოდეპრესია.

👉 სიმსივნესთან დაკავშირებული ქრონიკული დაღლილობის სინდრომის შემცირება.

👉სიმსივნური ტკივილების შემცირება.

👉ჰოსპიტალიზაციის დროის შემცირება.

👉იმუნოლოგიური სტატუსის გაუმჯობესება., როგორიცაა: ორგანიზმის დამცავი მექანიზმის გაძლიერება და ნაკლები ტოლერანტობა ინფექციების მიმართ.

👉რეციდივებისა და მეტასტაზების თავიდან აცილება.

👉სიცოცხლის გახანგრძლივება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი