მედიცინა

გრეიპფრუტის სამკურნალო თვისებები

№1

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 14.01, 2021 წელი

გრეიფრუტი
დაკოპირებულია

* აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;
* აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს;
* ააქტიურებს ცხიმების მეტაბოლიზმს;
* ადამიანი გამოჰყავს სიმთვრალის მდგომარეობიდან და ხსნის ალკოჰოლის ტოქსიკურ ზემოქმედებას;

* ამაგრებს სისხლძარღვებს, ამაღლებს სისხლძარღვების კედლების ელასტიკურობას, აბრკოლებს სისხლდენას;
* არის მატონიზებელი, ადამიანს აძლევს ენერგიას;
* აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და აბრკოლებს ათეროსკლეროზული კვანძების წარმოქმნას;
* აწესრიგებს ნაწლავების ფლორის ბაქტერიულ შემადგენლობას.
* გრეიპფრუტის შემადგენლობაში შემავალი ნარინგინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა ღვიძლის უჯრედების დაცვა B და C ჰეპატიტის ვირუსების შეჭრისგან, თუმცა, დაავადების შემთხვევაში და განსაკუთრებით მკურნალობის დროს მისი მიღება ფრთხილად უნდა მოხდეს, რადგან ეს ციტრუსი ზოგიერთი წამლის ზემოქმედებას ახანგრძლივებს. ყველაზე მეტ ნარინგინს რბილობზე გარშემორტყმული თეთრი აპკი შეიცავს.
* გრეიპფრუტი სასარგებლოა არითმიისა და გულის უკმარისობის შემთხვევაშიც, რადგან გლიკოზიდები აწესრიგებს გულის რიტმს და ზრდის გულის კუმშვის ძალას. ანტიოქსიდანტები კი ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს.
მცენარის ერთადერთი ნაწილი, რომელიც არ არის სამკურნალო დანიშნულების, გრეიპფრუტის ფოთლებია. * დამტკიცებულია რბილობისა და კანის სამკურნალო მოქმედება ჰერპესის დროს.
* ჭიების მოსაშორებლად კი რეკომენდებულია გრეიპფრუტის კურკა და კანი.
* გრეიპფრუტის რბილობი არეგულირებს მარილოვან ცვლას, რაც ამცირებს თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში კენჭების დაგროვებას.

გაითვალისწინეთ რამდენიმე წესი:
* დალიეთ გრეიპფრუტის წვენი ჭამის წინ;
* დღის განმავლობაში ნუ მიიღებთ ახალგამოწურული გრეიპფრუტის წვენს სამზე მეტჯერ და აკონტროლეთ მისი რაოდენობაც;
* ნუ დაამატებთ შაქარს.

*გრეიპფრუტის წვენი განსაკუთრებით სასარგებლოა მძიმე დაავადებების გადატანის შემდეგ ზოგადი სისუსტის დასამარცხებლად. კარგი იქნება, თუ მას მიიღებთ ოპერაციის შემდეგ, მენოპაუზის დროს, ნერვული შეტევებისა და გულის დაავადებების გადატანის შემდეგაც.

*თუ გრიპმა შეგაწუხათ, გრეიპფრუტის წვენი სამკურნალო დანიშნულებით გამოიყენეთ. დღეში სამჯერ მის წვენში გააზავეთ თაფლი სასურველი ოდენობით, ოღონდ ძალიან არ დაატკბოთ და მიირთვით წყალში გაუზავებლად დღეში სამჯერ მეოთხედი ჭიქის ოდენობით.

*გრეიპფრუტი სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის დროსაც, რადგან მასში ცოტაა გლუკოზა. ის აქვეითების შაქრის დონეს.

გრეიფრუტი არის კიბოს საპროფილაქტიკო კარგი საშუალება. ონკოლოგიური რისკის შემცირება ციტრუსის ბევრ თვისებას უკავშირდება:
* ნარინგინი აღადგენს დნმ-ის დაზიანებულ ადგილებს და ხელს უწყობს კიბოს უჯრედების განადგურებას;
* პექტინი შთანთქავს მავნე ნივთიერებებს მსხვილ ნაწლავში, აჩქარებს პერისტალტიკას და შედეგად, ამ ორგანოს კიბოთი დაავადების რისკი მცირდება;
* ლიკოპინს, A და C ვიტამინებთან ერთად, სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. ის ააქტიურებს იმუნურ თავდაცვას;
* ფლავონოიდები და ფიტონციდები წინააღმდეგობას უწევს ონკოგენური აქტიურობის მქონე ვირუსებით დასნებოვნებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა