გარგარი – საოცარი თვისებების მქონე ხილი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00
გარგარი ნამდვილი მკურნალია. ის არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია, განსაკუთრებით გულისა და მხედველობისთვის.
მისი ძირითადი სამკურნალო თვისებებია:
1. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხარდაჭერა – გარგარი მდიდარია კალიუმით, რაც გადამწყვეტია გულის კუნთის მუშაობისთვის. ის ეხმარება ორგანიზმს არტერიული წნევის დარეგულირებაში და ამცირებს ინსულტის რისკს.
2. მხედველობის გაუმჯობესება – მასში დიდი რაოდენობითაა A ვიტამინი (რეტინოლი) და ბეტა-კაროტინი. ეს ნივთიერებები იცავს თვალის ბადურას და გვეხმარება „ქათმის სიბრმავის“ პრევენციაში.
3. საჭმლის მომნელებელი სისტემა – გარგარი (განსაკუთრებით ჩირი – კურაგა) უჯრედისის (ბოჭკოს) შესანიშნავი წყაროა. ის:
• აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას;
• გვეხმარება შეკრულობის (ყაბზობის) დაძლევაში;
• ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს.
4. კანის ჯანმრთელობა – C და E ვიტამინების კომბინაცია ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, რაც კანს ელასტიკურობას სძენს და იცავს მას გარემოს მავნე ზემოქმედებისგან (მაგალითად, ულტრაიისფერი სხივებისგან).
5. ანემიის პრევენცია – გარგარი შეიცავს რკინასა და სპილენძს, რაც ხელს უწყობს ჰემოგლობინის დონის შენარჩუნებას სისხლში.
გარგარი ხალხურ მედიცინაში საუკუნეებია, გამოიყენება. უმიზეზოდ არ ეძახიან მას „ჯანმრთელობის ნაყოფს“.
რამდენიმე გამოცდილი რეცეპტი სხვადასხვა პრობლემის სამკურნალოდ:
1. გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებლად – ეს ნაზავი ცნობილია როგორც „ვიტამინების ბომბი” და საუკეთესოა გულის კუნთის კვებისთვის. 200 გრამი გარგარის ჩირი (კურაგა), 200 გრამი ქიშმიში, 200 გრამი ნიგოზი და 1 ცალი ლიმონი. ყველაფერი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და შეურიეთ 200 გრამი ნატურალური თაფლი. მიიღეთ 1 სადილის კოვზი უზმოზე, დღეში ერთხელ.
2. საჭმლის მონელების მოსაწესრიგებლად (შეკრულობისას) – გარგარის ჩირი ბუნებრივი საფაღარათო საშუალებაა. 5-6 ცალ კურაგას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ მთელი ღამით. დილით, უზმოზე დალიეთ მიღებული ნაყენი, რბილობი კი შეჭამეთ. ეს მეთოდი ნაზად ასტიმულირებს ნაწლავების მუშაობას.
3. ხველის დროს (ბრონქების დასარბილებლად) – ხალხურ მედიცინაში გარგარის კურკის გულს ხველის შესამსუბუქებლად იყენებენ. გარგარის კურკის შიგთავსი (გული) გაახმეთ და დაფქვით. ნახევარი ჩაის კოვზი ფხვნილი გახსენით თბილ რძეში ან ჩაიში. მიიღეთ დღეში 2-ჯერ.
4. გარგარი და ანემია – სისხლნაკლებობის დროს რეკომენდებულია დღეში 100-150 გრამი ცოცხალი გარგარის ჭამა, რადგან მასში არსებული რკინა ადვილად აითვისება ორგანიზმის მიერ.
გარგარი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს, ამიტომ დიაბეტით დაავადებულებმა მისი მიღებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




