მედიცინა

ექიმის რჩევები

№38

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 03.10, 2021 წელი

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: ვარ 33 წლის. ორი დღეა, სულ მაქვს შეგრძნება, რომ გული მტკივა. ხან სუნთქვაზე, ხან მოძრაობის დროს წინ, მკერდის ძვალთან ვგრძნობ ტკივილს. წნევა ნორმალური მაქვს. ძალიან მეშინია, ინფარქტი არ დამემართოს, სამწუხაროდ, ჯერ ექიმთან ვერ მივალ. იქნებ თქვენ მიპასუხოთ, რისი ბრალი შეიძლება, იყოს ეს ტკივილი?

პასუხი: გულმკერდის არეში ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს გულის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის, ხერხემლის, ფილტვების პათოლოგიებმა, ვეგეტონევროზმა და ასე შემდეგ. ამიტომ ზუსტი მიზეზის დასადგენად გამოკვლევების ჩატარებაა აუცილებელი.

კითხვა: რატომ არ შეიძლება სიგარეტის მოწევა ლაქტაციის დროს?

პასუხი: ცნობილია, რომ მოწევისას მეძუძური ქალის სისხლსა და რძეში იზრდება ნიკოტინის რაოდენობა, მცირდება რძის გამომუშავება. რიგ შემთხვევებში დედის მწეველობა შესაძლოა, ბავშვის გულისრევის, ღებინების, მუცლის კოლიკის ტიპის ტკივილის, ფაღარათის მიზეზი გახდეს. თუ პატარა პასიური მწეველი ხდება (სუნთქავს თამბაქოს კვამლს), ბავშვს აქვს ფილტვების ანთების, ბრონქიტის მაღალი რისკი.

კითხვა: მაინტერესებს, გადადის თუ არა ეპილეფსია მემკვიდრეობით მამიდან შვილზე?

პასუხი: მემკვიდრეობით შეიძლება, გადაეცეს არა დაავადება, არამედ დაავადების განვითარების განწყობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არახელსაყრელი გარემო ფაქტორების თანდართვის შემთხვევაში დაავადება შეიძლება, განვითარდეს.

კითხვა: 2,6 თვის ბავშვისთვის საშიშია თუ არა „19 ლიმფოციტი“?

პასუხი: დაქვეითებულია. შეფასება უნდა გააკეთოს ბავშვის პირადმა პედიატრმა.

კითხვა: იცის თუ არა მაგნიუმის ნაკლებობამ ექსტრასისტოლები?

პასუხი: სისხლში ელექტროლიტების – მაგნიუმის, კალიუმის დონის დარღვევა არითმიის ერთ-ერთი მიზეზია.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი