ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00
კითხვა: ფეხის მოტეხილობამ ან ბზარმა, რომელიც მტკივა და თაბაშირში მაქვს, იცის თუ არა სიცხე 37.5-37.6?
პასუხი: დიახ, თაბაშირში ჩასმული ფეხის მოტეხილობას ან ბზარს, რომელიც გტკივათ, პირველ დღეებში ახასიათებს 37.5-37.6 სიცხე. ტრავმისა და ძვლის დაზიანების საპასუხოდ ორგანიზმი იწყებს ბუნებრივ, უმიკრობო ანთებით პროცესს, რაც იწვევს ტემპერატურის ამგვარ მცირედ მატებასა და ტკივილს.
კითხვა: 5 წელზე რომ კეთდება დიფტერია-ტეტანუსის აცრა უფრო რთულია თუ 14 წელზე დიფტერია-ტეტანუსი?
პასუხი: როგორც წესი, 14 წლის ასაკში გასაკეთებელი აცრა უფრო მარტივად ასატანია, ვიდრე 5 წლის ასაკში. მთავარი მიზეზი ისაა, რომ 14 წლის ასაკში გამოიყენება პრეპარატი მცირე დოზით (Td), რაც მკვეთრად ამცირებს ისეთ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა მაღალი სიცხე, ძილიანობა ან ძლიერი ზოგადი სისუსტე. 5 წლის ასაკში ორგანიზმის იმუნური პასუხი უფრო მძაფრია, რის გამოც ადგილობრივი რეაქცია (ტკივილი, შეშუპება, სიწითლე ნაჩხვლეტ ადგილას) და ტემპერატურის მატება უფრო ხშირად და გამოხატულად გვხვდება. ორივე შემთხვევაში ეს რეაქციები აბსოლუტურად ნორმალურია და რამდენიმე დღეში თავისით გადის.
კითხვა: მაინტერესებს, ანესთეზიისთვის ტურბოკაინი, ულტრაკაინი, სეპტანესტი, არტინიბსა ერთი და იგივეა? ან რა განსხვავებაა მათ შორის? ალერგიული როცა არ არის პაციენტი, მაგრამ ალერგოლოგმა პროცედურამდე 1 საათით ადრე ერიუსი მაინც დაუნიშნა. თქვენ რას ფიქრობთ?
პასუხი: დასახელებული ანესთეტიკები არსებითად ერთი და იგივეა, რადგან ყველას საფუძველი არტიკაინია და მხოლოდ მწარმოებლით განსხვავდებიან. საუკეთესო გზაა მიჰყვეთ ექიმის რეკომენდაციას და პროცედურის წინ სტომატოლოგს უთხრათ, რომ ანესთეზიას პირველად იკეთებთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





