ბაზილიკის სასარგებლო თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 04.03, 2022 წელი

ბაზილიკის ათობით სახეობა არსებობს და თითოეულს თავისი განსაკუთრებული თვისება აქვს. ბაზილიკი ორ ჯგუფად იყოფა – მწვანე ან იასამნისფერი ფოთლების მქონე. ბაზილიკს ჩვენში შაშკვლავად და რეჰანად უფრო იცნობენ.
ორივე სახეობის ბაზილიკის შემადგენლობა თითქმის ერთნაირია. მცენარე მდიდარია A, C და K ვიტამინებით. K ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის შედედებისა და ნივთიერებათა ცვლის რეგულირებაში. ბაზილიკი იმუნურ სისტემას გაძლიერებაში ეხმარება, ებრძვის მიკრობებსა და სოკოს, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, ანადგურებს ჭიებს.
ბაზილიკი პირის ღრუში გაჩენილ ნებისმიერ დაავადებას უმკლავდება. ახალი ფოთლების დაღეჭვით პირის ღრუში ბაქტერიების 100 პროცენტი ქრება, სუნთქვა უფრო ჯანსაღი ხდება, გლანდები იკურნება, ღრძილები შუშდება და პაროდონტოზისგან დაცული ხდებით.
იასამნისფერი და მწვანე ბაზილიკი ორივე სქესის ადამიანისთვის აფროდიზიაკია. მასში შემავალი ეთერზეთები და ანტიოქსიდანტები თავისუფალ რადიკალებს ეფექტურად ებრძვიან, ამიტომ ბაზილიკი შესანიშნავი დამხმარეა ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ იასამნისფერი ბაზილიკი ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე მწვანე. თავის გაჯერებულ ფერს ანტიოქსიდანტის, ანტოციანინის შემცველობას უნდა უმადლოდეს. მათი რეგულარული მოხმარება ორგანიზმის უჯრედებს სიმსივნისგან იცავს.
ბაზილიკი გაჯერებული არომატისა და ძლიერი სამკურნალო ეფექტის მქონე სანელებელია. ორსული და მეძუძური ქალებისთვის, ასევე, დიაბეტისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების მქონე ადამიანებისთვის მისი დიდი დოზით გამოყენება არ შეიძლება.
ბაზილიკს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების წყალობით, ამ მწვანილს ხალხურ მედიცინაში გულისა და სისხლძარღვების, რევმატოიდული ართრიტის, ასთმის, ოსტეოართრიტის სამკურნალოდ იყენებენ.
ის ბუნებრივი ანტიბიოტიკია. მეცნიერულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ბაზილიკი აძლიერებს იმუნურ სისტემას. აქვს ძლიერი ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებები, ამდენად, ძალიან ეფექტურია სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციის მკურნალობისას.
გული და სისხლძარღვები – ბაზილიკი დიდი რაოდენობით შეიცავს B6 ვიტამინსა და მაგნიუმს. მაგნიუმი აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და მნიშვნელოვნად აქვეითებს გულის შეტევათა განვითარების რისკს. ეს ვიტამინი ხელს უშლის მავნე ელემენტების დაგროვებას. გარდა ამისა, თუ რაციონში ხშირად ჩართავთ მას, ამით შეამცირებთ არითმიის განვითარების რისკს და დაეხმარებით ორგანიზმს კუნთების მოდუნებაში.
შეგიძლიათ, მიირთვათ ბაზილიკის ჩაი, რომელიც ძალიან არომატული და ჯანმრთელი სასმელია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან