თევზის კატლეტები ხაჭოთი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 21.06, 2022 წელი

გემრიელი თევზის კატლეტების რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 350 გრამი თევზის ფილე
🔸 200 გრამი ხაჭო
🔸 80 გრამი ხახვი
🔸 1 კბილი ნიორი
🔸 1 კვერცხი
🔸 4 სადილის კოვზი მანანის ბურღული
🔸 4 სადილის კოვზი ზეთი
🔸 5 სადილის კოვზი ფქვილი, მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ხაჭო, თევზის ფილე, ხახვი და ნიორი დააქუცმაცეთ. აქციეთ ერთგვაროვან მასად. დაუმატეეთ კვერცხი, მანანის ბურღული, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ. მოათავსეთ მაცივარში ნახევარი საათის განმავლობაში. გამოიღეთ და სველი ხელებით გააკეთეთ მრგვალი ბურგერები. ამოგანგლეთ ფქვილში და შებრაწეთ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან. უგემრიელესია ბოსტნეულის სალათასთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან