შემწვარი კარტოფილი სოკოთი, ბეკონითა და კვერცხით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 29.07, 2022 წელი

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ შემწვარი კარტოფილი სოკოთი, ბეკონითა და კვერცხით.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 ცალი დიდი კარტოფილი
🔸 1/2 ჭიქა გახეხილი ყველი ჩედარი
🔸 1 დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა
🔸 6 დაჭრილი სოკო
🔸 4 ნაჭერი შემწვარი ბეკონი
🔸 4 კვერცხი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით, კარაქი.
მომზადების წესი 👩🍳
კარტოფილი გაჭერით შუაში სიგრძეზე და კოვზით ამოაცალეთ შუაგული. ამოჭრილი კარტოფილის შუაგული გახეხეთ, შეურიეთ დაჭრილი სოკო, წითელი ბულგარული და გახეხილი ყველი. კარგად აურიეთ და გადაანაწილეთ კარტოფილის ამოჭრილ ღრმულში. საცხობ ლანგარს წაუსვით კარაქი, დაალაგეთ კარტოფილი, კოვზით გააკეთეთ ჩაღრმავება და ჩაახალეთ კვერცხი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. აცხვეთ 20-25 წუთით 200 გრადუსზე. ხშირად შეამოწმეთ, რომ კვერცხი არ დაიწვას. გამოიღეთ ღუმელიდან და მოაყარეთ დაქუცმაცებული შემწვარი ბეკონი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან