სამარხვო სოკოს წვნიანი პომიდვრით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 09.04, 2021 წელი
სამარხვო მენიუ „თბილისელებისგან“ 👇
საჭირო ინგრედიენტები: 5 მოზრდილი ქამა სოკო, 1 ჭიქა ვერმიშელი, 1 თავი ხახვი, ნახევარი სტაფილო, 1 ცალი პომიდორი, მარილი, ცოტა სუნელი, ნახევარი კონა ოხრახუში.
მომზადების წესი: სოკო გაარჩიეთ, გარეცხეთ, ცოტა ხანი თბილ წყალში დაალბეთ და გადაწურეთ. შემდეგ მოხარშეთ 30 წუთის განმავლობაში. ჩაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და სტაფილო. გააგრძელეთ ხარშვა. პომიდორი დაჭერით კუბიკებად და წვნიანს ისიც დაუმატეთ. ბოსტნეული რომ მოიხარშება, ჩაყარეთ ვერმიშელი და კიდევ ხარშეთ. უყავით მარილი და პილპილი, სუნელი – თქვენი სურვილისამებრ და მოაყარეთ მწვანილი.
თუ სამარხვო არ გინდათ, მიირთვით არაჟანთან ერთად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან