კულინარია

შჩი დამწნილებული კიტრით (სამარხვო)

№16

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.04

შჩი
დაკოპირებულია

გემრიელი სამარხვო კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 300 გრამი კომბოსტო

🔸 1 ქილა მწვანე ბარდა

🔸 2 ცალი დამწნილებული კიტრი

🔸 4 ცალი კარტოფილი

🔸 2 ცალი პომიდორი

🔸 1 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸1 ცალი სტაფილო

🔸 ცოტა ნიახურის ძირები

🔸 1 თავი ხახვი, 3 კბილი ნიორი

🔸 2 ცალი დაფნის ფოთოლი

🔸 შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბოსტნეული მოამზადეთ, ხახვი ძალიან წვრილად დაჭერით, სტაფილო, ნიახურის ძირები, ბულგარული წიწაკა და კიტრი – მომცრო კუბიკებად. პომიდორს გადააცალეთ კანი და დაჭერით. ნიორი გასრისეთ. სქელძირიან ქვაბში ჩაასხით ზეთი და მოშუშეთ ხახვი. დაუმატეთ სტაფილო და ნიახური, რამდენჯერმე აურიეთ, დაუმატეთ ბულგარული წიწაკა, ბოლოს პომიდორიც ჩაუმატეთ და ჩაშუშეთ. კარტოფილი დაჭერით კუბიკებად, კომბოსტო – ძალიან თხელ და წვრილ ჩხირებად. აადუღეთ 3 ლიტრი წყალი და ჩაუშვით მასში კარტოფილი. ადუღეთ 3 წუთი, დაუმატეთ კომბოსტო და კიდევ 5 წუთი ხარშეთ. ჩაუმატეთ დაჭრილი კიტრი, 2 წუთის შემდეგ კი – მოშუშული ბოსტნეული, ჩააგდეთ დაფნის ორი ცალი ფოთოლი, 5 წუთის შემდეგ კი დაახურეთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე კიდევ 15 წუთი იხარშოს. შჩი მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი