კულინარია
ვინეგრეტი პეკინური კომბოსტოთი (სამარხვო)
№16
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 22.04
გემრიელი სამარხვო სალათის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 300 გრამი ჭარხალი
🔸 200 გრამი სტაფილო
🔸 200 გრამი კარტოფილი
🔸 50 გრამი წითელი ხახვი
🔸 100 გრამი პეკინური კომბოსტო
🔸 80 გრამი მწვანე ბარდა (დაკონსერვებული)
🔸 150 გრამი მჟავე კიტრი
🔸 2 ჩაის კოვზი მარინადი
🔸 1 სადილის კოვზი კაპერსი
🔸 3 სადილის კოვზი ზეთი
🔸 მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
კარტოფილი, ჭარხალი და სტაფილო მოხარშეთ ან ფოლგაში შეფუთული გამოაცხვეთ. დაჭერით, წითელი ხახვი – ძალიან წვრილად. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ თასში, მოაყარეთ მწვანე ბარდა, წვრილად დაჭრილი კაპერსიც შეურიეთ, მოაყარეთ მარილი, მოასხით მარინადი, ზეთი და აურიეთ. 7-10 წუთის შემდეგ სალათა მზად არის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან