კულინარია

მსუბუქი კერძი ნიგვზითა და ლობიოთი (სამარხვო)

№16

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.04, 2021 წელი

მსუბუქი კერძი ნიგვზით
დაკოპირებულია

სამარხვო მენიუ „თბილისელებისგან“:

საჭირო ინგრედიენტები: 100 გრამი თეთრი ლო­­ბიო, 200 გრამი ქამა სოკო, 1 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 2 კბილი ნიორი, 3 სადილის კოვზი ზეთი, 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, ცოტა მარილი, ცოტა პილპილი, ცოტა მწვანე ხახვი, 2 სადილის კოვზი ნიგოზი.

მომზადების წესი: ლობიო წინასწარ დაალბეთ ერთი საათი მაინც, წყალი გამოუცვალეთ და მოხარშეთ. ხახვი და სტაფილო დაჭერით წვრილ ჩხირებად. სოკო გაარჩიეთ და კუბიკებად დაჭერით. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. მოშუშეთ ჯერ სოკო, შემდეგ დაუმატეთ ცოტა მარილი და პილპილი, მოაყარეთ ხახვი, სტაფილო და გააგრძელეთ მოშუშვა. მოასხით ლიმონის წვენი, დაუმატეთ მოხარშული ლობიო, მოაყარეთ გასრესილი ნიორი და დაჭრილი ნიგოზი, აურიეთ. გადმოიღეთ ლანგარზე. მიეცით ფორმა და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი