ქათმის წვნიანი კვერცხიანი ლაფშით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 28.09, 2022 წელი
ქათმის წვნიანის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸1 ნაჭერი ქათმის მკერდის ფილე
🔸 100 გრამი კვერცხიანი ლაფშა
🔸 1 თავი ხახვი, რამდენიმე ძირი მწვანე ხახვი
🔸 2 ცალი სტაფილო
🔸 1 ცალი პომიდორი
🔸 5 კბილი ნიორი
🔸 1 ჩაის კოვზი იმბირი
🔸 3 სადილის კოვზი სოიის სოუსი
🔸 2 სადილის კოვზი ტომატ-პასტა
🔸 სამი სადილის კოვზი ზეთი
🔸 1,5 ლიტრი ქათმის ბულიონი
🔸 ცოტა ცხარე სოუსი – „ჩილი“
🔸 ნახევარი ჩაის კოვზი ორეგანო
🔸 მარილი – გემოვნებით, შავი პილპილი, წითელი, ცხარე წიწაკა.
მომზადების წესი 👩🍳
სტაფილო გაასუფთავეთ და დაჭერით მომცრო კუბიკებად. მწვანე ხახვს მოაშორეთ მწვანე ნაწილი. დანარჩენი კი წვრილად დაჭერით. ქათმის ფილე ოდნავ დაბეგვეთ და ჩადეთ გამოსაცხობ ფორმაში, რომელსაც ცოტა ზეთს წაუსვამთ. მოაყარეთ ორეგანო, მარილი და შავი პილპილი. წაუსვით გასრესილი ნიორი და ცხარე წიწაკა. გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.
ქვაბში ჩაასხით 2 სადილის კოვზი ზეთი. მოშუშეთ ხახვი. ჩაუმატეთ კანგაცლილი და დაჭრილი პომიდორი. აურიეთ რამდენჯერმე. დაუმატეთ ტომატ-პასტა, სოიის სოუსი, ცოტა ჩილი, იმბირი და 2 კბილი გასრესილი ნიორი. აურიეთ და შუშეთ 2-3 წუთი. ცალკე მოამზადეთ კუბიკის ბულიონი, მოხარშეთ მასში ლაფშა და ნელ-ნელა შეურიეთ სოუსს. ცხელშივე ჩადეთ ქათმის უკვე შემწვარი ფილე და 3 წუთში მზადაა.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან