ქათამი ბოსტნეულით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.07, 2022 წელი

მარტივი და გემრიელი კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 700 გრამი ქათმის ფილე
🔸 200 გრამი ბულგარული წიწაკა
🔸 ნახევარი კილოგრამი პომიდორი
🔸 100 გრამი ხახვი
🔸 180 გრამი არაჟანი
🔸 200 მილილიტრი წყალი
🔸 1 სადილის კოვზი (10 გრამი) ფქვილი
🔸 ცოტა წითელი, ტკბილი წიწაკა
🔸 2 სადილის კოვზი ზეთი
🔸 სუნელები, მარილი.
მომზადების წესი 👩🍳
პომიდორი დამდუღრეთ და გადააცალეთ კანი. დაჭერით წვრილად. ასევე, წვრილად დაჭერით ხახვი და ბულგარული წიწაკა. ქვაბში მოათავსეთ კუბიკებად დაჭრილი ფილე, დაასხით წყალი და მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ დაუმატეთ მარილი, ბოსტნეული. აურიეთ კარგად და განაგრძეთ შუშვა. ამოიღეთ ცოტა წვენი. გახსენით მასში ფქვილი და ქათმის წვნიანში ჩააბრუნეთ. დაუმატეთ ტკბილი წიწაკა, წითელი წიწაკა, სუნელები, უყავით მარილი და სულ ბოლოს – არაჟანი.
გემრიელად მიირთვით!
მსგავსი სიახლეები

12:00 19.05, 2022 წელი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან