კულინარია

დამარინადებული ქათამი ბოსტნეულის გარნირით და ბროწეულის სოუსით გიგა კუხიანიძისგან

№19

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 19.05, 2022 წელი

გიგა კუხიანიძის კექსი
დაკოპირებულია

საყვარელი კერძის რეცეპტს გიგა კუხიანიძე ,,თბილისელებს" უზიარებს👇

როცა სახლში ვარ და თავისუფალი დრო მაქვს, ძალიან მიყვარს სამზარეულოში ყოფნა და კერძების მომზადება. არც ექსპერიმენტებს ვერიდები და სხვათა შორის, ყოველთვის ამართლებს. მიყვარს მომზადების პროცესში სხვადასხვა ინგრედიენტის შეხამება, გემოების „თამაში“, ასევე, დიდ ყურადღებას ვაქცევ კერძის სურნელს, დასრულების შემდეგ კი – ვიზუალურ მხარეს. თავადაც გურმანი ვარ და სიამოვნებით მივირთმევ და ვაგემოვნებ გემრიელ კერძებს. ახლა კი გასწავლით დამარინადებული ქათმის მომზადებას ბოსტნეულის გარნირით.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 ცალი ქათამი

🔸 1 ცალი როზმარინის ტოტი

🔸 1 კონა მწვანე ხახვი

🔸 2 კონა ქინძი

🔸 4 კბილი ნიორი

🔸 400 მილილიტრი ზეთი

🔸 2 ცალი ლიმონი

🔸 1 ცალი ფორთოხალი

🔸 სვანური მარილი – გემოვნებით.

გარნირისთვის: 2-2 ცალი ბადრიჯანი, ყაბაყი, ყვითელი, წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა, ზეთი, ორეგანო, მარილი და ნიორი.

სოუსისთვის: 200 მილილიტრი წითელი ღვინო, ცოტა პილპილი, 100 გრამი ტკბილ-მწარე სოუსი, 150 გრამი შაქარი, 300 მილილიტრი ბროწეულის წვენი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ჯამში ჩაასხით ზეთი, ფორთოხლის წვენი, ლიმონი კი კანიანად ჩახეხეთ. კარგად ათქვიფეთ მიქსერით, ისე, რომ ყველა ინგრედიენტი გაიხსნას. მოათავსეთ მასში ქათამი და ეს მასა კარგად შეაზილეთ. ქათმის მუცელში კი ჩადეთ დაჭრილი და ერთმანეთში არეული ნიორი, ქინძი, მწვანე ხახვი და როზმარინის ტოტი და გამოაცხვეთ კარგად გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში.

გარნირისთვის ეცადეთ, ბოსტნეული საშუალო ზომის სამკუთხედებად დაჭრათ. შემდეგ შეწვით ზეთში, დააყარეთ ორეგანო, ცოტა მარილი და 1 კბილი დაკეპილი ნიორი. ბროწეულის წვენი ჩაასხით ქვაბში, დაასხით ტკბილ-მწარე სოუსი, პილპილი, წითელი ღვინო და მოაყარეთ 150 გრამი შაქარი. გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე იმდენ ხანს, რომ მასა შეიკრას და ბლანტი გახდეს. შემწვარ ქათამს შემოუწყვეთ შემწვარი ბოსტნეული, ზემოდან კი ბროწეულის გარნირი მოასხით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი