გამომცხვარი წიწიბურა ქათმით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.11, 2022 წელი

ქათმის გემრიელი კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 ნახევარი ქათამი
🔸 1 სადილის კოვზი ხმელი სუნელი
🔸 2 სადილის კოვზი არაჟანი
🔸 წვრილად დაჭრილი კამა
🔸 200 გრამი წიწიბურა
🔸 1 თავი ხახვი
🔸 1 ცალი სტაფილო
🔸 ნახევარი ბულგარული წიწაკა
🔸 1 კბილი ნიორი
🔸 მარილი
🔸 400 მილილიტრი წყალი, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
ქათამი დაჭერით ულუფებად. მოათავსეთ თასში. მოაყარეთ სუნელი. მოასხით არაჟანი, მოაყარეთ გასრესილი ნიორი და მოაყარეთ კამა. აურიეთ. გააჩერეთ 30 წუთი ოთახის ტემპერატურაზე. ხახვი და სტაფილო დაჭერით მომცრო კუბიკებად. მოშუშეთ ზეთში. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი. დაყარეთ მასზე წიწიბურა და მოაყარეთ მარილი. მოაყარეთ მოშუშული სტაფილო და ხახვი. აურიეთ და მოასწორეთ. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ფირფიტებად დაჭრილი ნიორი. დაალაგეთ ზემოდან ქათმის ნაჭრები არაჟნით. დაასხით წყალი და მოათავსეთ აირღუმელში ერთი საათის განმავლობაში 180 გრადუსზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან